„დაუგეგმავად...“ – კესარია აბრამიძე ორსულობის ტესტის პასუხს აქვეყნებს

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ცნობილმა ტრანსგენდერმა მოდელმა სოციალური ქსელის მომხმარებლები დააინტრიგა.
ცნობილმა ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. კესარია ორსულობის ტესტის პასუხს აქვეყნებს. „დაუგეგმავად“ – ასე დაასათაურა კესარიამ ფოტო. როგორც ჩანს, მისთვის ტესტის დადებითი პასუხი მოულოდნელი იყო.
ცოტა ხნის წინ კესარიამ საზოგადოებას გაუმხილა, რომ დაახლოებით ოთხი წელია, რაც მდედრობითი სქესი უწერია პასპორტში. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ გაიკეთა, სასქესო ორგანოსი კი ოთხი წლის წინ, რის შემდეგაც, ოპერაციის დადასტურებული მოწმობის შემდეგ, დაბადების მოწმობაც შეიცვალა და ახლა სრულფასოვანი ქალია.
რამდენიმე წლის წინ კესარია ამბობდა, რომ ინდოეთში გენეტიკური მასალები გაყინა და შვილს ოდესმე სუროგატი დედის დახმარებით იყოლიებდა, თუმცა მარტოხელა დედობას არ აპირებს და მას აუცილებლად ქმართან ერთად გაზრდიდა.
ახლა რა შეიცვალა, უცნობია, რადგან ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების კითხვებზე პასუხისას კესარიამ აღნიშნა, რომ ამჟამად არც ქმარი ჰყავს და არც შეყვარებული. სავარაუდოდ, მის ამ თამამ განაცხადს ორსულობაზე მალე აეხდება ფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0