https://sputnik-georgia.com/20210927/gaxaria-narkotikebtan-dakavsirebuli-skandalis-gamoziebas-moitxovs-259939918.html
ექს-პრემიერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიებას ითხოვს
ექს-პრემიერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიებას ითხოვს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოითხოვს, რომ პროკურატურამ პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკოსები, რომლებაც მას ცილი დასწამეს. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T17:24+0400
2021-09-27T17:24+0400
2021-09-27T21:17+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259236433_0:0:1914:1077_1920x0_80_0_0_6844ee7e9df5c9e3a99e970e5ef879d9.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაიწყოს გამოძიება მის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.კობახიძემ ბოლო დროს რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე მიუთითა. მასმედიისთვის ერთ-ერთ კომენტარში მან გახარიას „კოკაინშჩიკი“ უწოდა. სწორედ ეს ბრალდებები გახდა საფუძველი იმისა, რომ გახარიამ პროკურატურას მიმართა.შესაბამის ორგანოში დოკუმენტები პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა, გახარიას თანამებრძოლებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. გახარიას პარტია კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას და მის დაკითხვას მოითხოვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ დადასტურდება – კობახიძის პასუხისგებაში მიცემას ცილისწამებისთვის.„დაამტკიცე!..“გახარიას პროკურატურისადმი მიმართვის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებების ადრესატმა თავად უნდა დაამტკიცოს, რომ ნარკომანი არ არის.გახარიამ ნარკოტიკებზე ტესტირების პასუხები 18 სექტემბერს გამოაქვეყნა. ექსპერტიზის თანახმად, პოლიტიკოსის სისხლში აკრძალული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS 2021 წლის14 სექტემბერს. გახარიამ ტესტი ავსტრიაში იმიტომ ჩაიტარა, რომ, როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა.ნარკოტიკებზე ტესტირების გავლის ინიციატივით სექტემბრის დასაწყისში დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე გამოვიდა.თუმცა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტი ნარკოტიკებზე ჯერ კიდევ 6 სექტემბერს ჩააბარა, თავისი შედეგები არ გამოუქვეყნებია. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ტესტს არაფერი გამოუვლენია.კალაძის ინიციატივას დანარჩენმა კანდიდატებმა მხარი არ დაუჭირეს.
https://sputnik-georgia.com/20210918/giorgi-gaxariam-narkotestis-pasuxi-gamoaqveyna-259696047.html
https://sputnik-georgia.com/20210906/sufta-var-kalazem-narkotetis-pasuxi-gaasajarova-259348040.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259236433_246:0:1810:1173_1920x0_80_0_0_9ac3734818902cd85080762a6deacb49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ექს-პრემიერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიებას ითხოვს
17:24 27.09.2021 (განახლებულია: 21:17 27.09.2021) ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოითხოვს, რომ პროკურატურამ პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკოსები, რომლებაც მას ცილი დასწამეს.
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაიწყოს გამოძიება მის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.
კობახიძემ ბოლო დროს რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე მიუთითა. მასმედიისთვის ერთ-ერთ კომენტარში მან გახარიას „კოკაინშჩიკი“ უწოდა. სწორედ ეს ბრალდებები გახდა საფუძველი იმისა, რომ გახარიამ პროკურატურას მიმართა.
18 სექტემბერი 2021, 09:11
შესაბამის ორგანოში დოკუმენტები პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა, გახარიას თანამებრძოლებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. გახარიას პარტია კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას და მის დაკითხვას მოითხოვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ დადასტურდება – კობახიძის პასუხისგებაში მიცემას ცილისწამებისთვის.
„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. გამოიძიოს ის უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებები, რომელსაც ვისმენთ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით... როდესაც დადგინდება, რომ ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დაუშვილმა.
გახარიას პროკურატურისადმი მიმართვის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებების ადრესატმა თავად უნდა დაამტკიცოს, რომ ნარკომანი არ არის.
„მე ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გახარიამ ნარკოტიკებზე ტესტირების პასუხები 18 სექტემბერს გამოაქვეყნა. ექსპერტიზის თანახმად, პოლიტიკოსის სისხლში აკრძალული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS 2021 წლის14 სექტემბერს. გახარიამ ტესტი ავსტრიაში იმიტომ ჩაიტარა, რომ, როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა.
ნარკოტიკებზე ტესტირების გავლის ინიციატივით სექტემბრის დასაწყისში დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე გამოვიდა.
თუმცა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტი ნარკოტიკებზე ჯერ კიდევ 6 სექტემბერს ჩააბარა, თავისი შედეგები არ გამოუქვეყნებია. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ტესტს არაფერი გამოუვლენია.
კალაძის ინიციატივას დანარჩენმა კანდიდატებმა მხარი არ დაუჭირეს.