ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

© photo: Mariam Bezhitashvili / FBდავით სოკოლოვი
დავით სოკოლოვი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
სოკოლოვი მაყურებელს გამორჩეული ხმის ტემბრით და განსხვავებული მეტყველების მანერით დაამახსოვრდა. მას წლების მანძილზე საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ მიჰყავდა.
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა, ამის შესახებ ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემი უსაყვარლესი მეგობარი წავიდა... ტელელეგენდა დავით სოკოლოვი გარდაიცვალა”, - დაწერა მაკა რაზმაძემ
დავით სოკოლოვი ქართულ ტელევიზიაში მისი დაარსების პირველივე წლებიდან მუშაობდა, მას დაახლოებით 35 წლის განმავლობაში მიჰყავდა პროგრამა „მოამბე“ და სხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემები. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები მიჰყავდა რადიოშიც.
მაკა რაზმაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2020
ყვითელი ამბები
„ასეთი ხალხი ვართ, ვგიჟდებით მკვდრებზე“ - ჟურნალისტი დავით სოკოლოვზე განცხადებას ავრცელებს
4 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ ცნობილ ტელეწამყვანს დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნა.
ბოლო წლებში დავით სოკოლოვს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. გასული წლის შემოდგომაზე მან ინფარქტი გადაიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0