16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა

© Facebook / Liza Koberidzeლიზა კობერიძე
ლიზა კობერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ქართველმა მოდელმა მილანის მოდის კვირეულზე გაიბრწყინა.
მილანის მოდის კვირეულზე 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის წარდგენა სტეფანო გაბანამ და დომენიკო დოლჩემ ქართველ მოდელს, 16 წლის ლიზა კობერიძეს ანდეს.
მანამდე DOLCE & GABBANA-ს 2021 წლის შემოდგომის კოლექცია ზინი ქაჯაიამ წარადგინა და ორი ლუქიც მოირგო. თათია ახალაია ამავე ბრენდის მაღალი მოდის 2021 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ. 2020 კოლექციის ჩვენებაზე DOLCE & GABBANA-ს ამავე ჩვენებაზე მატილდა გვარლიანი გამოვიდა.
2015 წელს კი DOLCE & GABBANA-ს ჩვენებაზე პირველ ქართველ მოდელად თაკო ნაცვლიშვილი გამოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0