https://sputnik-georgia.com/20210926/tusetsi-carcenili-moqalaqeebis-gamoyvanis-procesi-dasrulebulia-259907027.html
თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი დასრულებულია
თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი დასრულებულია
Sputnik საქართველო
გზის დაზიანების გამო მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა და ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ. 26.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-26T16:37+0400
2021-09-26T16:37+0400
2021-09-26T16:37+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/05/249142324_26:0:2378:1323_1920x0_80_0_0_5b1a977e9abcf3d52214a70da8e8349d.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. თუშეთიდან ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაციის პროცესი დასრულებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ორი დღის წინ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სამ მონაკვეთზე დაზიანდა. შედეგად, მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა და ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.ომალოდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან თელავში გადაყვანის მსურველი მოქალაქეების სიმრავლის გამო, თუშეთში მოქალაქეთა გამოყვანის ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თუშეთიდან ბარში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩამოიყვანეს.თუშეთში, უამინდობის შედეგად, ასევე დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. მე-18 საუკუნის კესელოს ციხე კოშკის ერთი ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც, მათ შორის პანკისში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი საყრდენი დააზიანა და სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა იყო დარჩენილი.თუშეთის გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/05/249142324_320:0:2084:1323_1920x0_80_0_0_dfd1f2fd1ee3fe72f60aa1159e852a0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
თუშეთში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი დასრულებულია
გზის დაზიანების გამო მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა და ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. თუშეთიდან ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაციის პროცესი დასრულებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ორი დღის წინ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სამ მონაკვეთზე დაზიანდა. შედეგად, მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა და ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.
ომალოდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან თელავში გადაყვანის მსურველი მოქალაქეების სიმრავლის გამო, თუშეთში მოქალაქეთა გამოყვანის ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თუშეთიდან ბარში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ჩამოიყვანეს.
უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა. ორი დღის განმავლობაში 8 რეისი განხორციელდა და თუშეთიდან ჯამში 200-ზე მეტი პირი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები თელავში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.
თუშეთში, უამინდობის შედეგად, ასევე დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. მე-18 საუკუნის კესელოს ციხე კოშკის ერთი ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც, მათ შორის პანკისში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი საყრდენი დააზიანა და სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა იყო დარჩენილი.
თუშეთის გზა რთული რელიეფის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.