საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, ტრიუმფალურ თაღთან მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ზურაბიშვილი პარიზში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
კერძოდ, 26 სექტემბერს ინვალიდების სასახლეში ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელზეც პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს - ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს მიმართავს.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მალიში სამხედროს დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა
თავადი დიმიტრი ამილახვარი - ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთის არმიის ოფიცერი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. დაიღუპა 1942 წლის 24 ოქტომბერს მოკავშირეების ჩრდილოეთ-აფრიკული კამპანიის დროს ელ-ალამეინთან გამართულ ბრძოლაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მუზეუმს და სენ-სირის სამხედრო აკადემიის მუზეუმს ვიცეპოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ბიუსტები გადაეცემა, რომელიც ქართველმა მოქანდაკემ გურამ ნიკოლაძემ შექმნა.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ქართული დიასპორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოებს და სახელმწიფო ჯილდოებს მის შთამომავლებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0