ქართველი რეჟისორის ფილმმა „კინოტავრის“ გრან-პრი მოიპოვა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი ნიკოლოზ ხომერიკი
რეჟისორი ნიკოლოზ ხომერიკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
რუსეთში ქალაქ სოჭში 18-25 სექტემბერს საქმიანო ფორუმის ფორმატში გაიმართა რიგით 32-ე ფესტივალი „კინოტავრი“
თბილისი, 26 აგვისტო- Sputnik. ქართველი რეჟისორის, ნიკოლოზ ხომერიკის ფილმი Море волнуется раз რუსეთში გამართული ფესტივალ „კინოტავრის“ გრან-პრის მფლობელი გახდა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა წყვილი - ალექსანდრა, რომლის როლს ასრულებს სერგეი ბოდროვ-უმცროსის ქალიშვილი ოლგა, და ნიკოლაი, რომლის როლს ასრულებს ვალერი სტეპანოვი, სამყაროს ტყის სახლში ემალებიან. გოგონას ღამის კოშმარები ტანჯავს. ერთხელ ისინი გადაეყრებიან კიდევ ერთ წყვილს, რომელიც მათ ძალიან ჰგავს. ეს ნაცნობობა შეყვარებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდება, რადგან საკუთარ გრძნობებში გარკვევაში დაეხმარება.
ოლგა ბოდროვამ ასევე პრიზი „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ მიიღო.
© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობები ვალერი სტეპანოვი და ოლგა ბოდროვა
Актеры Валерий Степанов и Ольга Бодрова перед показом фильма Море волнуется раз - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
მსახიობები ვალერი სტეპანოვი და ოლგა ბოდროვა
რიგით 32-ე ფესტივალი „კინოტავრი“ ქალაქ სოჭში 18-25 სექტემბერს საქმიანო ფორუმის ფორმატში გაიმართა.
ტრადიციულად კინოფორუმი ივნისის დასაწყისში იმართება, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არახელსაყრელი ეპიდვითარების გამო ის გადაიტანეს. ჟიურის მსახიობი ჩულპან ხამატოვა ხელმძღვანელობდა.
დაღუპული რეჟისორისა და მსახიობის, სერგეი ბოდროვის 23 წლის ქალიშვილი ოლგა თავისი ცნობილი მამის კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა. ამჟამად თეატრ „პიოტრ ფომენკოს სახელოსნოს“ სცენაზე გამოდის.
სერგეი ბოდროვ-უმცროსი 2002 წელს მყინვარის ჩამოწოლის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დროს რეჟისორი და მსახიობი საკუთარ კინოპროექტს ჩრდილოეთ ოსეთში, კარმადონის ხეობაში იღებდა. სერგეი ბოდროვი მაშინ მხოლოდ 30 წლის იყო.
ყველა ახალი ამბავი
0