Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.132-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 606.492-ს მიაღწია.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.132 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 419 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 172, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 151, აჭარა - 73, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 12, გურია - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.956 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 576.498-მდე გაიზარდა.
სასწრაფო დახმარება აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 26 სექტემბერი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 30 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.817-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 21.151 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.602 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.687, იმერეთში - 950, აჭარაში - 472.
1.052 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 289 პირი, მათგან თბილისში – 164, იმერეთში - 32, აჭარაში - 30.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 840 ადამიანი, მათ შორის 437 - თბილისში, 245 - აჭარაში.
15.709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, აჭარაში - 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18.478 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.132-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 606.492-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0