https://sputnik-georgia.com/20210926/batumsa-da-qobulets-axali-avtobusebi-seemata-259909087.html
ბათუმსა და ქობულეთს ახალი ავტობუსები შეემატა
ბათუმსა და ქობულეთს ახალი ავტობუსები შეემატა
Sputnik საქართველო
უწყების ინფორმაციით, მომდევნო ორ წელიწადში ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება. 26.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-26T18:55+0400
2021-09-26T18:55+0400
2021-09-26T18:55+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250096597_0:9:1000:572_1920x0_80_0_0_cb3abfa81a4b3bb9ff432be1dd752ecf.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკი 44 ახალი ავტობუსით შეივსო, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული Isuzu-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ახალი ავტობუსები ქალაქს ხვალიდან მოემსახურება. ოთხი ავტობუსი კი ქობულეთის მოსახლეობას მოემსახურება.Isuzu-ს მარკის ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.„ევრო 5 სტანდარტი+“-ს, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსი ათმეტრიანია და 63 მგზავრზეა გათვლილი. ხოლო, „ევრო 6 სტანდარტის“, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.უწყების ცნობით, ბათუმში სრულდება ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავება, ასევე იგეგმება შუქნიშნების განახლება. ქალაქში უკვე დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები. მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები.გასულ წელს ბათუმის მერიამ რვა ახალი ელექტროავტობუსი შეისყიდა.
https://sputnik-georgia.com/20210926/saqartvelosi-wlis-bolos-axali-gza-gacndeba-259901384.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250096597_113:0:886:580_1920x0_80_0_0_bb72aa659160d36d13d5a061ec550e09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ბათუმსა და ქობულეთს ახალი ავტობუსები შეემატა
უწყების ინფორმაციით, მომდევნო ორ წელიწადში ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკი 44 ახალი ავტობუსით შეივსო, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული Isuzu-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ახალი ავტობუსები ქალაქს ხვალიდან მოემსახურება. ოთხი ავტობუსი კი ქობულეთის მოსახლეობას მოემსახურება.
26 სექტემბერი 2021, 11:30
Isuzu-ს მარკის ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.
„ევრო 5 სტანდარტი+“-ს, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსი ათმეტრიანია და 63 მგზავრზეა გათვლილი. ხოლო, „ევრო 6 სტანდარტის“, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.
უწყების ცნობით, ბათუმში სრულდება ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავება, ასევე იგეგმება შუქნიშნების განახლება. ქალაქში უკვე დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები. მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები.
გასულ წელს ბათუმის მერიამ რვა ახალი ელექტროავტობუსი შეისყიდა.