ვლადიმირ პუტინმა ჩატარებული არჩევნები შეაფასა

© photo: Sputnik / SPUTNIKვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნები ღია და გამჭვირვალე იყო
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. რუსეთში არჩევნები ღიად და კანონის შესაბამისად, მაღალი აქტივობით ჩატარდა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„თავდაპირველად მინდა ყველას მოგესალმოთ შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილია იმ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობა, რომლებიც არჩევნების შედეგად მერვე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში გავიდნენ“, - განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნები ღია და გამჭვირვალე იყო.

„მისი (სათათბიროსი - რედ.) შემადგენლობა განსაზღვრეს რუსეთის მოქალაქეებმა თავისი კონსტიტუციური სუვერენული უფლების გამოყენებით, ხოლო თავად არჩევნები ჩატარდა ღიად, კანონის შესაბამისად და მაღალი აქტივობით. არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ამომრჩევლების ნახევარზე მეტმა მიიღო. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის მოქალაქეებს იმისათვის, რომ მივიდნენ უბანზე ანდა ხმა მისცეს სახლიდან, ან, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, დისტანციურად“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი, „ახალი ხალხის“ თავმჯდომარე ალექსეი ნეჩაევი, „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელობა - დმიტრი მედვედევი და სერგეი ნევეროვი, „სამართლიანი რუსეთის - სიმართლისთვის“ ხელმძღვანელობა სერგეი მირონოვის მეთაურობით.
ყველა ახალი ამბავი
0