„მიპატიებია ნიანგები...“ - ვის აპატია შორენა ბეგაშვილმა ღალატი?

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე
შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
შორენა ბეგაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს საიდუმლო გაუმხილა
მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, აპატიებდა თუ არა ღალატს საყვარელ მამაკაცს, რაზეც შორენამ ასეთი პასუხი გასცა: „საყვარელ ადამიანს არა, მაგრამ ნაკლებად საყვარელს კი. მიპატიებია ნიანგები“.
შორენა ბეგაშვილს ოფიციალურად ორი ქმარი ჰყავდა. პირველ ქმართან ის ქორწინებაში წლების წინ იყო და ამ ქორწინებიდან ერადერთი შვილი ევა ბარბაქაძე ჰყავს. ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტიც, რომ „ფლე­ი­ბო­ი­ში“ გა­და­ღე­ბის დროს ისი­ნი ისევ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ხოლო და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მისი სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი არ გამ­ხდა­რა.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც შორენა ამტკიცებს, ქმარმა რამდენჯერმე მოიტაცა, დაშორების მიზეზად კი მის ღალატს ასახელებს, ამ ყველაფერს მსახიობის ქმარი უარყოფდა – სკოლიდან შეყვარებულები ვიყავით, არავის მოუტაცია და არც მისთვის მიღალატიაო.
ბეგაშვილის მეორე ქმარი ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე იყო თუმცა საზოგადოებამ მათი ქორწინების შესახებ მხოლოდ 8 წლის შემდეგ შეიტყო, როდესაც იუსტიციის სახლიდან შორენამ განქორწინების მოწმობის ფოტო დადო.
ამჟამად შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული. ბარათელი საზღვარგარეთ ცხოვრობს და შორენა დროდადრო საყვარელ კაცს მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში ხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0