https://sputnik-georgia.com/20210925/ramdeni-maswavlebeli-aicra-saqartvelosi-259883313.html
რამდენი მასწავლებელი აიცრა საქართველოში
რამდენი მასწავლებელი აიცრა საქართველოში
Sputnik საქართველო
4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში... 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T11:00+0400
2021-09-25T11:00+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877813_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_e4b38a76519738d689e701c710ee59b9.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია, ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე ბოლო ორ თვეში გაიზარდა.სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოში მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში. ამასთან, სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს.საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია, ბოლო დღეებში კი ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. როგორც რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ემხრობა იმას, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.729.672 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 967.441 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 34,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 762.231 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 26,7%. 24 სექტემბერს აიცრა 13.580 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210924/tikaraze-swavlis-dawyebaze-skolebsi-259871974.html
https://sputnik-georgia.com/20210921/gaxdeba-tu-ara-acra-savaldebulo-gamyrelize-259763986.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877813_279:0:3010:2048_1920x0_80_0_0_b384f85832d9f9df1212cb6dd70cfddd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , covid-19
რამდენი მასწავლებელი აიცრა საქართველოში
11:00 25.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) 4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია, ინფორმაციას განათლების სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების ცნობით, მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე ბოლო ორ თვეში გაიზარდა.
24 სექტემბერი 2021, 17:39
სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოში მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში. ამასთან, სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია, ბოლო დღეებში კი ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. როგორც რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ემხრობა იმას, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
21 სექტემბერი 2021, 13:08
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.729.672 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 967.441 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 34,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 762.231 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 26,7%. 24 სექტემბერს აიცრა 13.580 ადამიანი.