https://sputnik-georgia.com/20210925/qartveli-ziudoisti-zagrebsi-gran-pris-seriis-turniris-gamarjvebulia-259897389.html
ქართველი ძიუდოისტი ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირის გამარჯვებულია
ქართველი ძიუდოისტი ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად გრიგალაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა დააგროვა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების სიის პირველი... 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T22:10+0400
2021-09-25T22:10+0400
2021-09-25T22:10+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251288295_0:47:1300:778_1920x0_80_0_0_67bb23b02fea972f5ea3d4d81ecfa76e.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში გრიგალაშვილმა ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად გრიგალაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა დააგროვა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების სიის პირველი ნომერი გახდა.აღსანიშნავია, რომ 21 წლის გრიგალაშვილისთვის ეს უკვე მეორე გამარჯვებაა გრან-პრის სერიის ტურნირებზე. ორი წლის წინ ქართველი სპორტსმენი იყო უძლიერესი ბუდაპეშტში.26 სექტემბერს ზაგრების გრან-პრიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი - ლუკა მაისურაძე, რომელიც 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში წარდგება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251288295_144:0:1208:798_1920x0_80_0_0_09732233805d209d6e9a10901b20406f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ქართველი ძიუდოისტი ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირის გამარჯვებულია
ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად გრიგალაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა დააგროვა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების სიის პირველი ნომერი გახდა
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში გრიგალაშვილმა ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.
მანამდე გრიგალაშვილმა მოუგო ნიკონ ზაბროსკიუს (მოლდოვა), ბაპტისტა პიერას (საფრანგეთი), ხოლო ნახევარფინალში ჯიმ ჰეიმანსს (ნიდერლანდები) სძლია.
ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად გრიგალაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა დააგროვა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების სიის პირველი ნომერი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის გრიგალაშვილისთვის ეს უკვე მეორე გამარჯვებაა გრან-პრის სერიის ტურნირებზე. ორი წლის წინ ქართველი სპორტსმენი იყო უძლიერესი ბუდაპეშტში.
26 სექტემბერს ზაგრების გრან-პრიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი - ლუკა მაისურაძე, რომელიც 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში წარდგება.