პანკისის ხეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

© photo: Sputnikე;ექტროგადამცემი ხაზი
ე;ექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის სამუშაოები დღეს დაიწყება
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. პარასკევს საღამოს ადიდებულმა მდინარე ალაზანმა პანკისის ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემის საყრდენი წააქცია. შედეგად სამი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება „პირველი არხი“.
საუბარია სოფლებზე – ზემო, ქვემო და შუა ხალაწანი.
თუშეთის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთის გზა ჩაიკეტა
კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და ვითარებას გაეცნო.
ირაკლი შიოშვილის განცხადებით, წყლის დონის დაკლების შემდეგ ენერგოკომპანია აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს და სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.
ყველა ახალი ამბავი
0