https://sputnik-georgia.com/20210925/moglejili-saxuravebi-da-xeebi-stiqiam-xobsi-problemebi-seqmna-259896104.html
მოგლეჯილი სახურავები და ხეები: სტიქიამ ხობში პრობლემები შექმნა
მოგლეჯილი სახურავები და ხეები: სტიქიამ ხობში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
უსახურავოდ დარჩენილი სახლების მცხოვრებლები უკვე სხვადასხვა ოჯახებში არიან გადანაწილებული. 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T21:05+0400
2021-09-25T21:05+0400
2021-09-25T21:05+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24324/68/243246893_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_352eb358d89a5038870a6e1d1826de9a.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა 12 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, წააქცია ხეები, დააზიანა სავარგულები, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მახარე ჩოკორაიამ.სოფელში ძლიერ ქარს წვიმა მოჰყვა. დაზარალებული მოსახლეობა შიშობდა, რომ მათი ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განადგურდებოდა.შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები.ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელის ცნობით, ამ დროისთვის სოფელში უკვე აღარ წვიმს. უსახურავოდ დარჩენილი სახლების მცხოვრებლები უკვე სხვადასხვა ოჯახებში არიან გადანაწილებული. მათ სახლებს დროებით ბრეზენტი გადააფარეს, ხოლო საყოფაცხოვრებო ნივთები ცელოფნებით შეფუთეს.„უკვე შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება“, - აღნიშნა მახარე ჩიკორაიამ.ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები.კომისია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლას ხვალიდან შეუდგება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24324/68/243246893_57:0:944:665_1920x0_80_0_0_7a91ecbe91f8a036b6444cc4df84d049.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
მოგლეჯილი სახურავები და ხეები: სტიქიამ ხობში პრობლემები შექმნა
უსახურავოდ დარჩენილი სახლების მცხოვრებლები უკვე სხვადასხვა ოჯახებში არიან გადანაწილებული.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა 12 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, წააქცია ხეები, დააზიანა სავარგულები, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მახარე ჩოკორაიამ.
სოფელში ძლიერ ქარს წვიმა მოჰყვა. დაზარალებული მოსახლეობა შიშობდა, რომ მათი ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განადგურდებოდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები.
ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელის ცნობით, ამ დროისთვის სოფელში უკვე აღარ წვიმს. უსახურავოდ დარჩენილი სახლების მცხოვრებლები უკვე სხვადასხვა ოჯახებში არიან გადანაწილებული. მათ სახლებს დროებით ბრეზენტი გადააფარეს, ხოლო საყოფაცხოვრებო ნივთები ცელოფნებით შეფუთეს.
„უკვე შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება“, - აღნიშნა მახარე ჩიკორაიამ.
ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები.
კომისია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლას ხვალიდან შეუდგება.