ბერუკა ივანიშვილს ვეღარ იცნობთ - ბერა კორეიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Beraბერა ივანიშვილი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად
ბერა ივანიშვილი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
სულ მალე ბერუკა ივანიშვილი ორი წლის გახდება. ნახეთ როგორ გაიზარდა ბიჭუნა
მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, რომელიც კორეაში ოჯახთან ერთად რამდენიმე თვეა ცხოვრობს, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვაჟის ბერუკას უახლესი ფოტოები გამოაქვეყნა. ბერუკა ისეთი გაზრდილი და შეცვლილია, ვეღარ იცნობთ.
ბიჭუნას 29 ნოემბერს ორი წელი შეუსრულდება. ბე­რუ­კა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლია. პატარას სახელი მშობლებმა მათი სახელების ინიციალებისგან შეურჩიეს.
კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ.
ყველა ახალი ამბავი
0