Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის: რა ვადებში უნდა მიმართონ მათ ცესკოს

© photo: Sputnikსაარჩევნო ყუთი
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
ცესკოს ცნობით, სპეციალური ჯგუფები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, 73-ვე საარჩევნო ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა იმისთვის, რომ კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფმა მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
კერძოდ, თვითიზოლაციაში მყოფმა იმ ამომრჩევლებმა, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
ცესკოს ინფორმაციით, სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით.
აღსანიშნავია, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
კოვიდ-კლინიკებში საარჩევნო სპეცუბნები გაიხსნება
საქართველოში ამ დროისათვის 22.635 აქტიური შემთხვევაა, აქედან 4.810 პაციენტი მკურნალობას კლინიკებში გადის, 964 პაციენტი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 16.861 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. კარანტინში რჩება 48 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 19.039.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0