კინოპრემიერები და მასტერ-კლასები: თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალ „თაობას“ უმასპინძლებს

© Pixabay / 15299ფირი
ფირი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიაში გემოვნების, ასევე კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ თბილისში 25–30 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ფესტივალს დაესწრებიან მხოლოდ ქართველი მონაწილეები.
ფესტივალის მონაწილე 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის 4 სრულმეტრაჟიანი და 19 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჩვენება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.
„ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
საქართველო „ოსკარის” პრემიისთვის კანდიდატ ფილმს ეძებს
ფესტივალი 25 სექტემბერს, 17:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გერმანული საბავშვო ფილმის Jim Button and the Wild 13 არასაკონკურსო ჩვენებით (ქართული პრემიერა) გაიხსნება, რომელზე დასწრებასაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
ფესტივალის ფარგლებში სულ ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართული პრემიერა გაიმართება, მათ შორისაა Padrenostro (იტალიის საელჩოს მხარდაჭერით), Body of Water (დიდი ბრიტანეთი), Any Day Now Jim (ფინეთი) და Button and the Wild 13 (გერმანია).

ფესტივალი კინოხელოვნებით დაინტერესებულ19-21 წლის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, დაესწრონ ქართველი კინოპროფესიონალების მასტერ-კლასებს პროექტ ,,თაობის აკადემიის“ ფარგლებში. „თაობის აკადემია 2021“-ის მთავარი თემაა კინოდრამატურგია.

სამი დღის (27-29 სექტემბერი) განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან კინოდრამატურგიის ძირითად პრინციპებს, თეორიულ საკითხებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე.
კინოფესტივალი „თაობა“ 2018 წელს დაარსდა. მისი მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის გემოვნების, კრიტიკული, ანალიტიკური, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
„თაობა“ საქართველოდან „საბავშვო კინოს ევროპული ასოციაციის“ ერთადერთი წევრია, პარტნიორია ევროპის კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის პრემიის“ და თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალთან და კინემატოგრაფიულ ორგანიზაციასთან მთელ მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური