საით, როდის და რატომ: „საქართველოს რკინიგზა" დამატებით რეისებს ნიშნავს

© courtesy of Georgian Railwayთბილისი–ბათუმის მატარებელი
თბილისი–ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, რომ ბოლო დღეებში განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა თბილისიდან ბათუმისკენ და ბათუმიდან თბილისისკენ მატარებლების ბილეთებზე.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზამ" 25, 26 და 27 სექტემბერს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
თბილისი–ბათუმი–თბილისის დამატებითი რეისების განრიგი ასეთია:
25 სექტემბერი – მატარებლის გასვლა 00:35 საათზე, ის ბათუმში 06:15 საათზე ჩავა. ბათუმიდან მატარებელი 15:00 საათზე გამოვა, თბილისში კი 20:35 საათზე იქნება.
26-27 სექტემბერი – მატარებელი თბილისიდან 10:00 საათზე გავა, ბათუმში 16:08 საათზე ჩავა, ზღვისპირა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 00:30 საათზე დაიძვრება და დედაქალაქში 06:01 საათზე იქნება.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, მგზავრობის დროს დაიცვან პირბადის ტარების რეჟიმი.
როგორც „საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
ყველა ახალი ამბავი
0