ლინდა ევანგელისტა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა – ნახეთ როგორ გამოიყურება ახლა

© AP Photo / Evan Agostiniლინდა ევანგელისტა
ლინდა ევანგელისტა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
90-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი ლინ­და ევან­გე­ლის­ტა საიდუმლოს ამხელს.
90-იანი წლების სუპერმოდელი ლინა ევანგელისტა პლასტიკურ ქირურგებს უპირისპირდება. 56 წლის მოდელი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ლიპოსაქციის პროცედურა ჩაიტარა, რამაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო.

„ურთულეს გზას გავდივარ შეცდომის გამოსასწორებლად. მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს და ვპასუხობ კითხვაზე, რატომ არ ვჩნდები, როცა ჩემი თაობის მოდელები აგრძელებენ მუშაობას. მიზეზი ისაა, რომ ამ საშინელი პროცედურის შემდეგ დამამახინჯეს. ამ პროცედურის შემდეგ ცხიმგროვების რაოდენობა გამრავლდა და ორი პლასტიკური ოპერაციაც კი არ ეყო ამ დეფექტის გამოსწორებას“, – წერს ევანგელისტა „ინსტაგრამზე“.

მოდელი თავის მიმართვაში სასამართლო დავაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აქტიურად მუშაობს იმ კლინიკის წინააღმდეგ, რომელმაც ეს პროცედურა ჩაატარა.
ყოფილი სუპერმოდელი, რომელიც 700-ზე მეტი ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა, პაპარაცებმა 2016 წელს ტოკიოში გამოიჭირეს. ევანგელისტა, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, დღეში 10 000 დოლარზე ნაკლებ ჰონორარს არ თანხმდებოდა, იმდენადაა შეცვლილი, რომ რთულად თუ იცნობს ადამიანი.
ყოფილი სუპერმოდელი შავ ლაბადაში იყო გამოწყობილი და საგრძნობლად იყო წონაში მომატებული.
ყველა ახალი ამბავი
0