ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეას შიმშილის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

© Press service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
რუს დიპლომატს დაუშვებლად მიაჩნია, რომ ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მილიონობით ადამიანი შიმშილით იღუპება.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს სურსათის სისტემების სამიტისადმი საკუთარ ვიდეომიმართვაში შიმშილის პრობლემას შეეხო.
მინისტრის თქმით, ამ კუთხით ისედაც მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს სტიქიური უბედურებებისა და კონფლიქტების რიცხვისა და მასშტაბების ზრდა, COVID-19-ის პანდემია, შეზღუდვების დაწესება ვაჭრობის სფეროში.

„რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად უჭერს მხარს შიმშილის პრობლემის მოგვარებას და არასრულფასოვანი კვების ყველა ფორმის ლიკვიდაციას. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მილიონობით ადამიანი მსოფლიოში კვლავ იტანჯება და იღუპება შიმშილისა და დაავადებებისგან“, – აღნიშნა ლავროვმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთი მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან ერთად ახორციელებს სკოლაში კვების პროექტების სერიას, რომლის ღირებულებაც 120 მილიონ დოლარს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0