https://sputnik-georgia.com/20210924/janmos-eqspertma-saqartvelosi-kovidpacientebis-mkurnalobis-praqtika-seiswavla-259867450.html
ჯანმოს ექსპერტმა საქართველოს 12 კლინიკაში კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პრაქტიკა შეისწავლა
ჯანმოს ექსპერტმა საქართველოს 12 კლინიკაში კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პრაქტიკა შეისწავლა
Sputnik საქართველო
ინსპექტირების შემდეგ ჯანმოს ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში კოვიდ-პაციენტების მკურნალობა საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება. 24.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-24T16:12+0400
2021-09-24T16:12+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252209563_0:0:2958:1665_1920x0_80_0_0_38d94a2829fe474111ac0ac7a2d8f25c.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა კნუტ ტაქსბომ საქართველოს 12 ყველაზე დიდი კოვიდ-კლინიკა მოინახულა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი კოვიდ-პაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.ჯანმოს ექსპერტთან ერთად საქარველოში ასევე ჩამოვიდა ინფექციის კონტროლის სპეციალისტი. მათ 10 დღის განმავლობაში ქვეყნის კოვიდ-კლინიკების მუშაობა შეისწავლეს.ვიზიტის ფარგლებში კნუტ ტაქსბომ ტრენინგები კოვიდ-კლინიკების მედპერსონალსაც ჩაუტარა.ჯანმოს ექსპერტთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს რეანიმაციულ განყოფილებებში გარდაცვალების შემთხვევების შესამცირებლად.„ექსპერტმა აღნიშნა, რომ კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომლითაც კლინიკები მუშაობენ, არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ასევე პაციენტების მართვისთვის სრულადაა მობილიზებული როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე ის რესურსი, რომელიც საჭიროა ადეკვატური და კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებებში მომავალშიც გაგრძელდება ტრენინგების პროგრამა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა, რათა კლინიკური შედეგები გაუმჯობესდეს და მინიმუმამდე დავიდეს გარდაცვალების შემთხვევები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252209563_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_fb44c342e2169bd768e512714740245f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
ჯანმოს ექსპერტმა საქართველოს 12 კლინიკაში კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პრაქტიკა შეისწავლა
16:12 24.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ინსპექტირების შემდეგ ჯანმოს ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში კოვიდ-პაციენტების მკურნალობა საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა კნუტ ტაქსბომ საქართველოს 12 ყველაზე დიდი კოვიდ-კლინიკა მოინახულა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი კოვიდ-პაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა,
იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ჯანმოს ექსპერტთან ერთად საქარველოში ასევე ჩამოვიდა ინფექციის კონტროლის სპეციალისტი. მათ 10 დღის განმავლობაში ქვეყნის კოვიდ-კლინიკების მუშაობა შეისწავლეს.
ვიზიტის ფარგლებში კნუტ ტაქსბომ ტრენინგები კოვიდ-კლინიკების მედპერსონალსაც ჩაუტარა.
„ვიზიტის მიზანი იყო შემესწავლა მძიმე კოვიდ-პაციენტების მართვა და მენეჯმენტი. შეფასების შედეგად, ძალიან ბევრი დადებითი მხარე გამოიკვეთა, თუმცა, როგორც ყველა სისტემაში, აქაც არის გაუმჯობესების შესაძლებლობები. მედპერსონალის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი ინტერესი და მზადყოფნა ცვლილებებისა და განვითარების მიმართ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ინტენსიურ თერაპიას საკმაოდ წარმატებული მომავალი აქვს“, – აღნიშნა კნუტ ტაქსბომ.
ჯანმოს ექსპერტთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს რეანიმაციულ განყოფილებებში გარდაცვალების შემთხვევების შესამცირებლად.
„ექსპერტმა აღნიშნა, რომ კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომლითაც კლინიკები მუშაობენ, არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ასევე პაციენტების მართვისთვის სრულადაა მობილიზებული როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე ის რესურსი, რომელიც საჭიროა ადეკვატური და კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებებში მომავალშიც გაგრძელდება ტრენინგების პროგრამა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა, რათა კლინიკური შედეგები გაუმჯობესდეს და მინიმუმამდე დავიდეს გარდაცვალების შემთხვევები.