https://sputnik-georgia.com/20210923/turistuli-seqtori-tarlitebze-saqartvelos-imijs-urtyamen-259828972.html
საქართველოს იმიჯს აზიანებენ – ტურისტული სექტორი თაღლითებზე
საქართველოს იმიჯს აზიანებენ – ტურისტული სექტორი თაღლითებზე
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ბარი დალუქა, სადაც უცხოელებს უსინდისოდ ატყუებდნენ. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T14:14+0400
2021-09-23T14:14+0400
2021-09-23T18:26+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/05/250254734_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_4ef2975c82642f25c77992cf83bc0a3b.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თაღლითების დამნაშავე ჯგუფის მხილება და დასჯა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მიიჩნევენ საქართველოს გიდების ასოციაციაში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ტურისტების ძარცვის თაღლითური სქემა გახსნა. სპეცოპერაცია თბილისის ორ ბარში – „სკარპასა“ და „როიალში“ ჩატარდა. ჯერჯერობით დაკავებულია ბარ „სკარპას“ მფლობელი. გამოძიება სსკ-ის ორი – თაღლითობისა და ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.გიდების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი თაღლითური სქემები ტურისტულ სფეროში მომუშავე ადამიანებს დიდი ხანია აწუხებთ.შსს-ს მოქმედებებს მიესალმება ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. მისი თქმით, ამგვარი თაღლითობა სერიოზულად ურტყამს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.„მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ძალზე მისასალმებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.როგორც გამოძიებით დადგინდა, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით უცხოელ მოქალაქეებთან, ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მიჰქონდათ, ასევე მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში კაფე-ბარ „სკარპაში“ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15000 ლარი.
https://sputnik-georgia.com/20210922/rogor-zarcvavdnen-tbilisis-kafe-barsa-da-klubsi-turistebs-tarlituri-sqema-259810994.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/05/250254734_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_0c30816be679d4cb646d48852e4ec69f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, ტურიზმი საქართველოში
საქართველოს იმიჯს აზიანებენ – ტურისტული სექტორი თაღლითებზე
14:14 23.09.2021 (განახლებულია: 18:26 23.09.2021) შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ბარი დალუქა, სადაც უცხოელებს უსინდისოდ ატყუებდნენ.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თაღლითების დამნაშავე ჯგუფის მხილება და დასჯა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მიიჩნევენ საქართველოს გიდების ასოციაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ტურისტების ძარცვის თაღლითური სქემა გახსნა. სპეცოპერაცია თბილისის ორ ბარში – „სკარპასა“ და „როიალში“ ჩატარდა. ჯერჯერობით დაკავებულია ბარ „სკარპას“ მფლობელი. გამოძიება სსკ-ის ორი – თაღლითობისა და ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გიდების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი თაღლითური სქემები ტურისტულ სფეროში მომუშავე ადამიანებს დიდი ხანია აწუხებთ.
„მსგავსი თაღლითური სქემები მრავალი წელია აწუხებს ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებს და ქვეყნის სტუმრებს. აღნიშნულის აღკვეთა კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის სტაბილურად განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში
შსს-ს მოქმედებებს მიესალმება ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. მისი თქმით, ამგვარი თაღლითობა სერიოზულად ურტყამს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.
„მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ძალზე მისასალმებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
22 სექტემბერი 2021, 19:02
როგორც გამოძიებით დადგინდა, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით უცხოელ მოქალაქეებთან, ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მიჰქონდათ, ასევე მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.
მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში კაფე-ბარ „სკარპაში“ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15000 ლარი.