https://sputnik-georgia.com/20210923/rikotis-gzis-pirveli-2-km-iani-monakveti-gaixsna-259843405.html
რიკოთის გზის პირველი, 2-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
რიკოთის გზის პირველი, 2-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიან მონაკვეთზე 96 ხიდი და 53 გვირაბი შენდება, რაშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად – მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში... 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T19:17+0400
2021-09-23T19:17+0400
2021-09-23T21:46+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102630_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1f590d7bfde4ff2ccf8bdb883d9978e2.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის უბნის პირველ, 2-კილომეტრიან ორზოლიან ხევი–უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს. ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მონაკვეთის ორ ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებული ორზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.რიკოთის უბანზე საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში სულ აშენდება 51,6 კმ-მდე სიგრძის გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია, აღნიშნავენ სამინისტროში.უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.COVID-19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაც 732 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2,6 მილიარდ ლარამდეა.მთავრობის გათვლებით, რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა სრულად 2024 წელს დასრულდება.რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მაისში დაიწყო.
https://sputnik-georgia.com/20210901/saukunis-proeqti-tbilisidan-batumsi-casvla-3-saatsi-iqneba-sesazlebeli-259210889.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102630_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_7356f4e9b4033523f2e74a8867e36734.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
რიკოთის გზის პირველი, 2-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
19:17 23.09.2021 (განახლებულია: 21:46 23.09.2021) რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიან მონაკვეთზე 96 ხიდი და 53 გვირაბი შენდება, რაშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად – მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3 საათში შეძლებენ.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის უბნის პირველ, 2-კილომეტრიან ორზოლიან ხევი–უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ავრცელებს.
ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს. ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მონაკვეთის ორ ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებული ორზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
რიკოთის უბანზე საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში სულ აშენდება 51,6 კმ-მდე სიგრძის გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია, აღნიშნავენ სამინისტროში.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა არის საუკუნის პროექტი, რომელიც სრულდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.
COVID-19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.
ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაც 732 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2,6 მილიარდ ლარამდეა.
მთავრობის გათვლებით, რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა სრულად 2024 წელს დასრულდება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მაისში დაიწყო.