https://sputnik-georgia.com/20210923/qeit-mosi-qalishvili-lila-259828202.html
გაიცანით კეიტ მოსის 18 წლის ქალიშვილი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ – ფოტო
გაიცანით კეიტ მოსის 18 წლის ქალიშვილი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ – ფოტო
Sputnik საქართველო
კეიტ მოსს ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავის პირველ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T15:31+0400
2021-09-23T15:31+0400
2021-09-23T19:12+0400
დიდი ბრიტანეთი
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1d/250745439_0:0:3075:1731_1920x0_80_0_0_ac540d7ba0d58030ad18859909aaccb8.jpg
დღის ფოტო უდავოდ გახდა კეიტ მოსის ემოციური კადრი, როდესაც ის ,,ლონდონის მოდის კვირეულის” ფარგლებში საკუთარი ქალიშვილის გამოსვლას ადევნებს თვალს. 18 წლის ლილა გრეის მოს-ჰაკისთვის ეს იყო სადებიუტო გამოსვლა მოდის კვირეულზე და, როგორც ჩანს, დედაც განსაკუთრებულად ღელავდა.46 წლის სუპერმოდელი მოდის კვირეულზე ჯინსებსა და პიჯაკში გამოცხადდა. ის ლილას გამოსვლას მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილიდან ადევნებდა თვალს. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტოები – როგორ ამხნევებს დედა დებიუტანტ მოდელს სცენაზე გასვლის წინ და მას ბექსთეიჯში ეხმარება.ლილამ რიჩარდ ქუინის ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, ის პოდიუმზე წითელი კომბინეზონით გამოვიდა. საზოგადოება „კეიტ მოსის სახეს” 25 წელზე მეტია იცნობს, ის უდავოდ არის საუკუნის გამორჩეული სუპერმოდელი, ე.წ. „ნოვატორი პიონერი” და ერთ-ერთი პირველი, სტანდარტების მიხედვით დაბალი (170 სმ) მოდელი, რომელმაც მაღალი მოდის ჩვენებებზე გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა სუპერმოდელის ქალიშვილი დედის მსგავსად მოდის ინდუსტრიაში ფურორის მოხდენას, კრიტიკოსები მას კარიერულ წინსვლას უდავოდ უწინასწარმეტყველებენ.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1d/250745439_63:0:2794:2048_1920x0_80_0_0_30024f6d419bfaa9ab3836a7cdc3d110.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქეით მოსი ქალიშვილი ლილა პოდიუმი მოდა
ქეით მოსი ქალიშვილი ლილა პოდიუმი მოდა
გაიცანით კეიტ მოსის 18 წლის ქალიშვილი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ – ფოტო
15:31 23.09.2021 (განახლებულია: 19:12 23.09.2021) კეიტ მოსს ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავის პირველ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
დღის ფოტო უდავოდ გახდა კეიტ მოსის ემოციური კადრი, როდესაც ის ,,ლონდონის მოდის კვირეულის” ფარგლებში საკუთარი ქალიშვილის გამოსვლას ადევნებს თვალს. 18 წლის ლილა გრეის მოს-ჰაკისთვის ეს იყო სადებიუტო გამოსვლა მოდის კვირეულზე და, როგორც ჩანს, დედაც განსაკუთრებულად ღელავდა.
46 წლის სუპერმოდელი მოდის კვირეულზე ჯინსებსა და პიჯაკში გამოცხადდა. ის ლილას გამოსვლას მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილიდან ადევნებდა თვალს. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტოები – როგორ ამხნევებს დედა დებიუტანტ მოდელს სცენაზე გასვლის წინ და მას ბექსთეიჯში ეხმარება.
ლილამ რიჩარდ ქუინის ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, ის პოდიუმზე წითელი კომბინეზონით გამოვიდა. საზოგადოება „კეიტ მოსის სახეს” 25 წელზე მეტია იცნობს, ის უდავოდ არის საუკუნის გამორჩეული სუპერმოდელი, ე.წ. „ნოვატორი პიონერი” და ერთ-ერთი პირველი, სტანდარტების მიხედვით დაბალი (170 სმ) მოდელი, რომელმაც მაღალი მოდის ჩვენებებზე გაიარა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა სუპერმოდელის ქალიშვილი დედის მსგავსად მოდის ინდუსტრიაში ფურორის მოხდენას, კრიტიკოსები მას კარიერულ წინსვლას უდავოდ უწინასწარმეტყველებენ.