საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
საქმე ეხება გასულ წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვანო ზანდარაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ვერდიქტი 11-მა ნაფიცმა მსაჯულმა თითქმის 10-საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ პოლიციელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
სასამართლომდე ვერ მივიდნენ – სამი ნაფიცი მსაჯული გომბორზე ავარიაში მოხვდა
საქმე ეხება გასულ წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურაბ საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.
სამართალდამცველებმა ზანდარაშვილი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება „განზრახ მკვლელობისა“ და „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების“ მუხლებით მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0