ბანკომატი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ააფეთქეს: რა მოხდა მარტყოფში

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში უცნობმა პირებმა იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ბანკომატის და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ააფეთქეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მინები და მნიშვნელოვნად დაზიანდა საზოგადოებრივი ცენტრის შენობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის გატაცება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0