ყველაზე სპორტული დედოფალი მსოფლიოში – კეიტ მიდლტონმა კლდეზე იცოცა

© photo: AFP 2020 / JOE GIDDENSქეით მიდლტონი
ქეით მიდლტონი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, თუ როგორ დაიწყო შვებულების შემდეგ კეიტ მიდლტონმა აქტივობა.
39 წლის კეიტ მიდლტონი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შვებულებიდან. ახალი სამუშაო დღე მიდლტონმა აქტიურად დაიწყო, ის კამბრიას საგრაფოში იმყოფებოდა, სადაც უინდერმის სპორტული ბაზა მოინახულა.
ბაზა ლეიკ დისტრიკტის ნაციონალურ პარკშია განთავსებული და ის სპორტული აქტივობების მთელ სერიას მოიცავს. კეიტმა საკუთარი ძალები ამჯერად კლდეზე ცოცვაში მოსინჯა და ფანტასტიკურადაც გამოუვიდა.
მოგვიანებით კეიტმა პარკის ტერიტორიაზე ჯერ ფეხით, შემდეგ კი ველოსიპედით გაისეირნა. ამ დღისთვის მიდლტონი შესაბამისად გამოეწყო. მას Seeland UK-ის ქურთუკი და See by Chloe-ს ყელიანი ფეხსაცმელი ეცვა.
ყველა ახალი ამბავი
0