Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

არჩევნები: 63 ქალაქის მერობისთვის 223 კანდიდატი იბრძვის

© photo: Sputnikწინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები
წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
გამარჯვებისთვის კანდიდატმა თავის ქალაქსა თუ რაიონში ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ ქვეყნის 63 ქალაქსა და რაიონში მერობის 223 კანდიდატი დაარეგისტრირა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებისთვის მერობის კანდიდატმა თავის რაიონსა თუ ქალაქში ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. თუ ასე არ მოხდა, კონკრეტულ ქალაქში ან რაიონში მეორე ტური გაიმართება.
არჩევნები-2021: ცესკომ 100-ზე მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა>>
კანდიდატების ყველაზე ცოტა რაოდენობა – ორ–ორი დარეგისტრირებულია 10 ოლქში, კიდევ 18 რაიონში მერის პოსტზე სამ–სამი კანდიდატი იბრძოლებს, დანარჩენ 31 რაიონში კანდიდატების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე მერყეობს.
თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე ქალაქებში – რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის პოსტისთვის ჯამში 24 კანდიდატი იბრძვის.
რუსთავი
№5 დავით კირკიტაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№6 ვაჟა ბახტურიძე – „ევროპელი დემოკრატები“
№8 თორნიკე არევაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№25 ბექა ლილუაშვილი – „საქართველოსთვის“
№27 ელგუჯა ქოჩიაშვილი – „თეთრები“
№41 ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ქუთაისი
№1 ანდრო ლოსაბერიძე – „მესამე ძალა“
№5 ხატია დეკანოიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№25 გიორგი გოგუაძე – „საქართველოსთვის“
№37 ირინა საღინაძე – „თავისუფალი საქართველო“
№41 იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ფოთი
№5 გიგი უგულავა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№25 გიორგი აბსარიძე – „საქართველოსთვის“
№41 ბექა ვაჭარაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
ბათუმი
№5 გიორგი კირთაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№8 ბონდო გუგულაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№25 ირაკლი მიქელაძე – „საქართველოსთვის“
№30 ანჟელიკა ზახაროვა – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“
№40 ედნარ ბაგრატიონი – „სახე+“
№41 არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
№45 გიორგი ფუტკარაძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“
№50 რამაზ ადაძე – „მწვანეთა პარტია“
№51 გია ხალვაში – დამოუკიდებელი კანდიდატი
№52 კახაბერ ციხკარიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი.
ყველა ახალი ამბავი
0