https://sputnik-georgia.com/20210923/aprikeli-yopili-patimari-da-milanis-varskvlavi-merobis-kandidatebi-259819670.html
აფრიკელი, ყოფილი პატიმარი და „მილანის“ ვარსკვლავი: ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები
აფრიკელი, ყოფილი პატიმარი და „მილანის“ ვარსკვლავი: ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები
Sputnik საქართველო
თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართება მერის არჩევნები. ამჯერად პრეტენდენტების რიცხვი რეკორდულია – 16 კანდიდატი. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T10:35+0400
2021-09-23T10:35+0400
2021-09-23T14:51+0400
ანალიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259790324_0:56:3539:2047_1920x0_80_0_0_1f65ac640f7ca5046f4e8969174aeb14.jpg
რობინზონ ნაჭყებიაყველა კანდიდატი პარტიულია – მათ უკან ერთი ან რამდენიმე გუნდი დგას, რომლებიც, სულ მცირე, რამდენიმე ათას ხმას აგროვებენ.დედაქალაქის მერის წინა არჩევნებისგან განსხვავებით, კანდიდატების მეოთხედი ქალები არიან და თუ რომელიმე მათგანი არჩევნებში გაიმარჯვებს, თბილისს პირველად ეყოლება ქალი მერი.თუმცა, ქართველი ამომრჩეველი მომავალი მერის არჩევისას არა მხოლოდ კანდიდატის სქესით ან პარტიულობით, არამედ მისი ორიგინალობითა და ქარიზმით ხელმძღვანელობს.„Sputnik–საქართველო“ – თბილისის მერობის გამორჩეულ კანდიდატებზეფეხბურთელი, ენერგეტიკოსი, მერი...თბილისის მერობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კანდიდატი, რასაკვირველია, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძეა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.თავის დროზე კალაძემ სახელი გაითქვა, როგორც იტალიური ფეხბურთის კლუბ „მილანის“, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელმა.სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ იგი აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და 2012 წელს, ყველას გასაკვირად, გახდა საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წელს კი ის თბილისის მერის თანამდებობაზე აირჩიეს.ამჟამად კალაძე ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი.ყოფილი პატიმარიარანაკლებ გამორჩეულია კალაძის მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.ბოლო 10 წელიწადში მელიამ სერიოზული კარიერა გაიკეთა. თბილისის მერიაში საქმიანობა დაიწყო როგორც რიგითმა საჯარო მოხელემ, მოასწრო საპატიმროში ყოფნაც და გახდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მთავარი ფაქტორიც. მელიას ორჯერ შეუჩერეს სადეპუტატო იმუნიტეტი და უფლებამოსილება. 2019 წლის 20–21 ივნისის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში პარტიის ოფისში მისი დაპატიმრება პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და კრიზისი გამოიწვია მმართველ პარტიაშიც კი.მელიას კანდიდატურის წამოყენება თბილისის მერის თანამდებობაზე საქართველოში გლობალური პარტიული გარდაქმნის ნაწილი გახდა და შეძლო დაქსაქსული ოპოზიციის ერთი ნაწილის გაერთიანება, მათ შორის არიან „ევროპული საქართველო“, „დროა“, „გირჩი“.მეამბოხემერობის კიდევ ერთი საინტერესო კანდიდატია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომლის სახელიც, ქართველი ამომრჩევლების წარმოდგენით, უკავშირდება კალაძესაც და მელიასაც.სწორედ გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი და ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი – ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იდგა მელიას ბრალის გამოვლენის უკან 2019 წლის ივნისის მოვლენებისას. მოგვიანებით კი, 2021 წლის თებერვალში, როდესაც მელიას დაპატიმრება დაიგეგმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. დღემდე გაყოფილია ექსპერტთა მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვის მხარესაა გახარია. ნაწილი მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო პროექტად მიიჩნევს, მეორე ნაწილი – „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტად.მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ყოფილი ბიზნეს-ომბუდსმენი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახლა თავის პარტიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენს და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის.უჩვეულო კანდიდატიმერობის კანდიდატებს შორის ყველაზე უჩვეულო ნიგერიელი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუა, რომელიც წამოაყენა პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“.იგი უკვე 20 წელია საქართველოში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. წარმოშობით აფრიკელ ოგბუნუჯუს თავისი ბიზნესი აქვს და მუშაობს მეგობრული ურთიერთობების გაღვივებაზე ქართველებსა და აფრიკელებს შორის. აქტივისტებიგამორჩეული პიროვნებების გარდა სიაში არიან დედაქალაქის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი აქტივისტები.მათ შორისაა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, რომელმაც ქალაქის მცხოვრებთ ჯერ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტზე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმაურიანი სკანდალებით დაამახსოვრა თავი, შემდეგ კი - საპროტესტო აქციებით მწვავე სოციალურ თემებზე. განსაკუთრებით აქტიურად ებრძვის მერობის კანდიდატი ლუდომანიას, თუმცა არა მხოლოდ. ანა დოლიძე პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის საწინააღმდეგო აქციებშიც მონაწილეობდა. მეორე აქტივისტი მიხეილ ქუმსიშვილი კენჭს იყრის „ლეიბორისტული პარტიიდან“. საზოგადოებამ იგი გაიცნო, როგორც ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა „გაბედეს“ ლიდერი. ქუმსიშვილის სახელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ფიგურირებდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დაკავებულთა სიაში. ქუმსიშვილის ორგანიზაცია ხშირად მართავდა აქციებს ადმინისტრაციულ შენობებთან, პოლიციასთან, პარლამენტთან და ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.ქალი კანდიდატებიმამაკაცთა პლეადაში საზოგადოებისთვის უცნობი სამი ქალბატონიც გამოერია. ერთი მათგანია ახალგაზრდა ქეთევან ნაკაშიძე, რომლის სახელსაც ვერც ერთ მედიასაშუალებაში ვერ შეხვდებით. იგი წარმოადგენს პარტიას „სოციალური სამართლიანობისთვის“, თუმცა პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია. დიდი გამოცდილება არც პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ ანა ბიბილაშვილს აქვს. პარტიაში მისვლამდე იგი არქიტექტორად მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა.სამაგიეროდ პოლიტიკაში საქმიანობის გამოცდილება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ კანდიდატს თამარ კეკენაძეს აქვს. იგი უკვე ერთი წელია პოლიტიკურ ძალა „თავისუფალ დემოკრატებს“ ხელმძღვანელობს.ძველი გვარდიამერობის კანდიდატთა სიაში ე.წ. ძველი გვარდიის არაერთ წარმომადგენელსაც შეხვდებით. მათ შორის არიან „პატრიოტთა ალიანსის“ უცვლელი წევრი გიორგი ონიანი, ორგანიზაცია „მამულიშვილების“ დამფუძნებელი გიორგი ქუთათელაძე, პარტია „მამულის“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბობოხიძე, პარტია „მომავალი საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი ლაღიძე, „მშრომელთა სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი ევგენი ღვინიაშვილი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი, თავის დროზე ცნობილი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და პარტია „მწვანეების“ უცვლელი ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259790324_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_e2a4e9e2076eeadefa57d1014c41caec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ანალიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
აფრიკელი, ყოფილი პატიმარი და „მილანის“ ვარსკვლავი: ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები
10:35 23.09.2021 (განახლებულია: 14:51 23.09.2021) თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართება მერის არჩევნები. ამჯერად პრეტენდენტების რიცხვი რეკორდულია – 16 კანდიდატი.
ყველა კანდიდატი პარტიულია – მათ უკან ერთი ან რამდენიმე გუნდი დგას, რომლებიც, სულ მცირე, რამდენიმე ათას ხმას აგროვებენ.
დედაქალაქის მერის წინა არჩევნებისგან განსხვავებით, კანდიდატების მეოთხედი ქალები არიან და თუ რომელიმე მათგანი არჩევნებში გაიმარჯვებს, თბილისს პირველად ეყოლება ქალი მერი.
თუმცა, ქართველი ამომრჩეველი მომავალი მერის არჩევისას არა მხოლოდ კანდიდატის სქესით ან პარტიულობით, არამედ მისი ორიგინალობითა და ქარიზმით ხელმძღვანელობს.
„Sputnik–საქართველო“ – თბილისის მერობის გამორჩეულ კანდიდატებზე
ფეხბურთელი, ენერგეტიკოსი, მერი...
თბილისის მერობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კანდიდატი, რასაკვირველია, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძეა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
თავის დროზე კალაძემ სახელი გაითქვა, როგორც იტალიური ფეხბურთის კლუბ „მილანის“, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელმა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ იგი აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და 2012 წელს, ყველას გასაკვირად, გახდა საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წელს კი ის თბილისის მერის თანამდებობაზე აირჩიეს.
ამჟამად კალაძე ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი.
არანაკლებ გამორჩეულია კალაძის მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
ბოლო 10 წელიწადში მელიამ სერიოზული კარიერა გაიკეთა. თბილისის მერიაში საქმიანობა დაიწყო როგორც რიგითმა საჯარო მოხელემ, მოასწრო საპატიმროში ყოფნაც და გახდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მთავარი ფაქტორიც.
მელიას ორჯერ შეუჩერეს სადეპუტატო იმუნიტეტი და უფლებამოსილება. 2019 წლის 20–21 ივნისის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში პარტიის ოფისში მისი დაპატიმრება პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და კრიზისი გამოიწვია მმართველ პარტიაშიც კი.
მელიას კანდიდატურის წამოყენება თბილისის მერის თანამდებობაზე საქართველოში გლობალური პარტიული გარდაქმნის ნაწილი გახდა და შეძლო დაქსაქსული ოპოზიციის ერთი ნაწილის გაერთიანება, მათ შორის არიან „ევროპული საქართველო“, „დროა“, „გირჩი“.
მერობის კიდევ ერთი საინტერესო კანდიდატია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომლის სახელიც, ქართველი ამომრჩევლების წარმოდგენით, უკავშირდება კალაძესაც და მელიასაც.
სწორედ გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი და ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსი – ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იდგა მელიას ბრალის გამოვლენის უკან 2019 წლის ივნისის მოვლენებისას. მოგვიანებით კი, 2021 წლის თებერვალში, როდესაც მელიას დაპატიმრება დაიგეგმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
დღემდე გაყოფილია ექსპერტთა მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვის მხარესაა გახარია. ნაწილი მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო პროექტად მიიჩნევს, მეორე ნაწილი – „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტად.
მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ყოფილი ბიზნეს-ომბუდსმენი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახლა თავის პარტიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენს და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის.
მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე უჩვეულო ნიგერიელი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუა, რომელიც წამოაყენა პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“.
იგი უკვე 20 წელია საქართველოში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. წარმოშობით აფრიკელ ოგბუნუჯუს თავისი ბიზნესი აქვს და მუშაობს მეგობრული ურთიერთობების გაღვივებაზე ქართველებსა და აფრიკელებს შორის.
გამორჩეული პიროვნებების გარდა სიაში არიან დედაქალაქის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი აქტივისტები.
მათ შორისაა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, რომელმაც ქალაქის მცხოვრებთ ჯერ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტზე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმაურიანი სკანდალებით დაამახსოვრა თავი, შემდეგ კი - საპროტესტო აქციებით მწვავე სოციალურ თემებზე. განსაკუთრებით აქტიურად ებრძვის მერობის კანდიდატი ლუდომანიას, თუმცა არა მხოლოდ. ანა დოლიძე პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის საწინააღმდეგო აქციებშიც მონაწილეობდა.
მეორე აქტივისტი მიხეილ ქუმსიშვილი კენჭს იყრის „ლეიბორისტული პარტიიდან“. საზოგადოებამ იგი გაიცნო, როგორც ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა „გაბედეს“ ლიდერი. ქუმსიშვილის სახელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ფიგურირებდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დაკავებულთა სიაში. ქუმსიშვილის ორგანიზაცია ხშირად მართავდა აქციებს ადმინისტრაციულ შენობებთან, პოლიციასთან, პარლამენტთან და ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.
მამაკაცთა პლეადაში საზოგადოებისთვის უცნობი სამი ქალბატონიც გამოერია. ერთი მათგანია ახალგაზრდა ქეთევან ნაკაშიძე, რომლის სახელსაც ვერც ერთ მედიასაშუალებაში ვერ შეხვდებით. იგი წარმოადგენს პარტიას „სოციალური სამართლიანობისთვის“, თუმცა პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია. დიდი გამოცდილება არც პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ ანა ბიბილაშვილს აქვს. პარტიაში მისვლამდე იგი არქიტექტორად მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა.
სამაგიეროდ პოლიტიკაში საქმიანობის გამოცდილება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ კანდიდატს თამარ კეკენაძეს აქვს. იგი უკვე ერთი წელია პოლიტიკურ ძალა „თავისუფალ დემოკრატებს“ ხელმძღვანელობს.
მერობის კანდიდატთა სიაში ე.წ. ძველი გვარდიის არაერთ წარმომადგენელსაც შეხვდებით. მათ შორის არიან „პატრიოტთა ალიანსის“ უცვლელი წევრი გიორგი ონიანი, ორგანიზაცია „მამულიშვილების“ დამფუძნებელი გიორგი ქუთათელაძე, პარტია „მამულის“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბობოხიძე, პარტია „მომავალი საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი ლაღიძე, „მშრომელთა სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი ევგენი ღვინიაშვილი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი, თავის დროზე ცნობილი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და პარტია „მწვანეების“ უცვლელი ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.