უხვმა ნალექმა აბაშაში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიდატბორილი ქუჩა
დატბორილი ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
ადიდებულმა მდინარემ დამბა გაარღვია და მიმდებარე სახლები დატბორა
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა. ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.
ადიდებულმა მდინარემ გაარღვია დამცავი დამბა, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა. დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.
ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე ვახტანგ გაბელაია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე ჩართულია მუნიციპალური სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მეხი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ლანჩხუთში სახლი მეხის დაცემის შედეგად დაიწვა
ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.
ყველა ახალი ამბავი
0