https://sputnik-georgia.com/20210922/ruseti-xut-qveyanastan-aviamimosvlas-xsnis-259816809.html
რუსეთი ხუთ ქვეყანასთან ავიამიმოსვლას ხსნის
რუსეთი ხუთ ქვეყანასთან ავიამიმოსვლას ხსნის
Sputnik საქართველო
რუსეთის ხელისუფლებამ პერუსთან, ჯიბუტის რესპუბლიკასთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, ახალ ზელანდიასა და დანიასთან საავიაციო კავშირის განახლება გადაწყვიტა 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T23:11+0400
2021-09-22T23:11+0400
2021-09-22T23:12+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251888728_0:176:3328:2048_1920x0_80_0_0_4015b6e5d02919ce198d1d840af2165a.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. რუსეთის ფედერაცია 5 ოქტომბრიდან საავიაციო კავშირს განაახლებს ჯიბუტის რესპუბლიკასთან, პერუსთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, დანიასთან და ახალ ზელანდიასთან, განუცხადეს ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.რუსეთის ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა.აღნიშნულია, რომ შესრულდება კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ჯიბუტის მარშრუტზე; ახალ ზელანდიასთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ველინგტონის მარშრუტზე; პერუსთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ლიმას მარშრუტზე; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-იოჰანესბურგის მარშრუტზე; დანიასთან კვირაში ორი რეისი სანქტ-პეტერბურგი-კოპენჰაგენის მარშრუტზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251888728_0:419:2173:2048_1920x0_80_0_0_b5dd2ad9fd7a0aac7d34bb39d9aa2c7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსეთი ხუთ ქვეყანასთან ავიამიმოსვლას ხსნის
23:11 22.09.2021 (განახლებულია: 23:12 22.09.2021) რუსეთის ხელისუფლებამ პერუსთან, ჯიბუტის რესპუბლიკასთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, ახალ ზელანდიასა და დანიასთან საავიაციო კავშირის განახლება გადაწყვიტა
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. რუსეთის ფედერაცია 5 ოქტომბრიდან საავიაციო კავშირს განაახლებს ჯიბუტის რესპუბლიკასთან, პერუსთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, დანიასთან და ახალ ზელანდიასთან, განუცხადეს ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.
რუსეთის ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ოპერატიული შტაბის სხდომა ჩაატარა.
„განხილვის შედეგად და ცალკეულ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებულია 2021 წლის 5 ოქტომბრიდან საავიაციო მიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება შემდეგ ქვეყნებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ შესრულდება კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ჯიბუტის მარშრუტზე; ახალ ზელანდიასთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ველინგტონის მარშრუტზე; პერუსთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-ლიმას მარშრუტზე; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან კვირაში ორი რეისი მოსკოვი-იოჰანესბურგის მარშრუტზე; დანიასთან კვირაში ორი რეისი სანქტ-პეტერბურგი-კოპენჰაგენის მარშრუტზე.