„შენს ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“ – ასე დაემშვიდობა ნიკა კვარაცხელიას დედა

© Pixabay / Seth0sყვითელი ვარდი საფლავზე
ყვითელი ვარდი საფლავზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ნიკა კვარაცხელიას მამამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედის სიტყვები, რომელიც მან შვილს უკანასკნელ გზაზე უთხრა.
ნიკა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
„მალე ქორწილს გეგმავდნენ...“ – მოკლულ ნიკა კვარაცხელიას საცოლე ჰყავდა
როგორც „ფეისბუქის“ მომხმარებელი დარეჯან კვარაცხელია წერს, ნიკოს გამორჩეულმა, გმირმა დედამ შვილს მადლობა გადაუხადა იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც მათთან ერთად გაატარა.

„ჩვენ ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე სამშაბათს დაკრძალეს.
ცნობილი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
მედიის ინფორმაციით, გია კვარაცხელია სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩამოსვლას გეგმავდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.
ყველა ახალი ამბავი
0