https://sputnik-georgia.com/20210922/neli-agirba-seqsualur-sheviwroebaze-259790041.html
„შენ ხომ განათხოვარი ხარო...“ – ნელი აგირბა სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს
„შენ ხომ განათხოვარი ხარო...“ – ნელი აგირბა სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს
Sputnik საქართველო
ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც მსახიობ ილო ბეროშვილის ყოფილი მეუღლეა, საზოგადოებას პირველად გამოუტყდა იმაში, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T11:08+0400
2021-09-22T11:08+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259790391_0:337:2048:1490_1920x0_80_0_0_643a3c5f866eb25a1e0adbe4da6d025c.jpg
გადაცემა The Talk შოუ „რუსთავი 2“-ის ეთერში ახლახან გავიდა. მეორე გადაცემაში სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა წამყვანმა ნელი აგირბამ სექსუალური შევიწროების პირად მაგალითზე ისაუბრა.როგორც აგირბამ აღნიშნა, აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია.ნელი აგირბა წლების წინ „კურიერის“ წამყვანი იყო. შემდეგ მიჰყავდა სხვადასხვ გასართობი შოუები. ის ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი, ვისთანაც ნელის ორი შვილი ჰყავს, მსახიობი ილო ბეროშვილია. ტელეწამყვანის მეორე ქორწინება ტრაგიკულად დამთავრდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259790391_206:308:1843:1536_1920x0_80_0_0_7fab70261069a68e3b2d3e4e6ed1dab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები
„შენ ხომ განათხოვარი ხარო...“ – ნელი აგირბა სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს
11:08 22.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც მსახიობ ილო ბეროშვილის ყოფილი მეუღლეა, საზოგადოებას პირველად გამოუტყდა იმაში, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო.
გადაცემა The Talk შოუ „რუსთავი 2“-ის ეთერში ახლახან გავიდა. მეორე გადაცემაში სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა წამყვანმა ნელი აგირბამ სექსუალური შევიწროების პირად მაგალითზე ისაუბრა.
როგორც აგირბამ აღნიშნა, აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია.
„ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე მისაუბრია. ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო სად ვცხოვრობო და იქვე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო. ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე რა უნდოდა. მერე კარგა ხანი ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში“, – აღნიშნა ნელი აგირბამ.
ნელი აგირბა წლების წინ „კურიერის“ წამყვანი იყო. შემდეგ მიჰყავდა სხვადასხვ გასართობი შოუები. ის ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი, ვისთანაც ნელის ორი შვილი ჰყავს, მსახიობი ილო ბეროშვილია. ტელეწამყვანის მეორე ქორწინება ტრაგიკულად დამთავრდა.