„ღირდა, რომ დავლოდებოდი...“ – ნანუკა გულუა გათხოვდა – ფოტოები

© Facebook / Nanuka Guluaნანუკა გულუა
ნანუკა გულუა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში რჩეულის ვიდეოს აქვეყნებს.
ნანუკა გულუა, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ დოჩი ალიშბაიას როლით გაიცნო, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ირკვევა, რომ მსახიობი გათხოვდა და მისი რჩეული კახაბერ კაშიაა.
მსახიობის თქმით, ღირდა, რომ მას ასი წელიც კი დალოდებოდა და უხარია, რომ როგორც იქნა დასრულდა კითხვები იმის შესახებ, როდის თხოვდება.
ნანუკა გულუა - პროფესიით ჟურნალისტი, ამჟამად ახალბედა დიზაინერი და მსახიობია. მისი ფრაზები და მანერები სერიალიდან თბილისში ბევრმა აიტაცა. სულ რამდენიმე წლის წინ ნანუკა გულუას წონა 100 კილოგრამს აღემატებოდა, თუმცა შემდეგ ბევრი დაიკლო და, როგორც თავად ამბობს, თავდაჯერებულობაც მოემატა.
ყველა ახალი ამბავი
0