Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.016-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 600.412-ს მიაღწია.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.016 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 708 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კახეთი, შემდეგ კი იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: კახეთი – 301, იმერეთი – 289, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 188, ქვემო ქართლი – 145, აჭარა – 130, შიდა ქართლი – 103, გურია – 63, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.024 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 567.797-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 43 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.664-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 23.925 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.231 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.007, იმერეთში – 1.028, აჭარაში – 568.
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 22 სექტემბერი
1.199 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 310 პირი, მათგან თბილისში – 195, იმერეთში – 29, აჭარაში – 15. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 993 ადამიანი, მათ შორის 529 – თბილისში, 281 – აჭარაში. 17.749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 39 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19.486 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.016-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 600.412-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0