https://sputnik-georgia.com/20210922/kinoxelovanebma-tea-wulukians-ria-werilit-mimartes-259816186.html
კინოხელოვანებმა თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართეს
კინოხელოვანებმა თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართეს
Sputnik საქართველო
ქართული კინოს ავტორიტეტი საერთაშორისო სარბიელზე იზრდება, ფინანსური რესურსი კი - არა, ჩივიან კინოინდუსტრიის წარმომადგენლები 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T22:37+0400
2021-09-22T22:37+0400
2021-09-22T22:37+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22993/02/229930273_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_045d75fc506b8dab320a6777c71ff39a.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს კინოწარმოების ბიუჯეტის 10 მილიონ ლარამდე გაზრდის თხოვნით მიმართეს. ამის შესახებ ღია წერილშია საუბარი.წერილის ავტორები - კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, ოპერატორები და კინოექსპერტები - კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს 2022 წლისთვის ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვენ.ღია წერილს ხელს აწერს 180 ადამიანი. ისინი მინისტრს შეახსენებენ, რომ ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტი მრავალი წლის განმავლობაში უცვლელია, თანამედროვე ქართული კინო კი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს საერთაშორისო ფესტივალებსა და კინომოედნებზე, მიუხედავად შეზღუდული ფინანსური რესურსებისა.„კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესობა თანადაფინანსებას იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ფონდებიდან და კინოსაწარმოო კომპანიებისგან, რასაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, კინოწარმოების პროცესში დიდი ადამიანური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოში საქმდება ათასობით ადამიანი... მნიშვნელოვანია, რომ ხდება რეგიონების მოსახლეობის ჩართვა და დასაქმება გადაღების პროცესში, რადგან ხშირია გადაღებების წარმოება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, - აღნიშნულია წერილში.აქვე მითითებულია, რომ წარმატებული ქართული კინოფილმების ძირითადი წილი სწორედ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მოდის. შესაბამისად, კინოცენტრის ბიუჯეტის ზრდა ხელს შეუწყობს ქართული კინოპროდუქციის, მისი მრავალფეროვნების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურის და კინოინდუსტრიის განვითარებას.კინოცენტრისთვის ფილმების გადასაღებად გამოყოფილი ბიუჯეტი ამჟამად 5,1 მილიონი ლარია.წერილს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, მსახიობები, როგორებიც არიან ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მერაბ ნინიძე, ალეკო ცაბაძე და სხვ.
https://sputnik-georgia.com/20210902/saqartvelo-oskaristvis-kandidat-films-ezebs-259242792.html
https://sputnik-georgia.com/20210917/batumshi-biaff-iwyeba-259662224.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22993/02/229930273_375:0:1500:844_1920x0_80_0_0_32e6a7a6d5ec8c56b0aadd59e526c5c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
კინოხელოვანებმა თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართეს
ქართული კინოს ავტორიტეტი საერთაშორისო სარბიელზე იზრდება, ფინანსური რესურსი კი - არა, ჩივიან კინოინდუსტრიის წარმომადგენლები
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს კინოწარმოების ბიუჯეტის 10 მილიონ ლარამდე გაზრდის თხოვნით მიმართეს. ამის შესახებ
ღია წერილშია საუბარი.
წერილის ავტორები - კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, ოპერატორები და კინოექსპერტები - კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს 2022 წლისთვის ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვენ.
ღია წერილს ხელს აწერს 180 ადამიანი. ისინი მინისტრს შეახსენებენ, რომ ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტი მრავალი წლის განმავლობაში უცვლელია, თანამედროვე ქართული კინო კი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს საერთაშორისო ფესტივალებსა და კინომოედნებზე, მიუხედავად შეზღუდული ფინანსური რესურსებისა.
„კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესობა თანადაფინანსებას იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ფონდებიდან და კინოსაწარმოო კომპანიებისგან, რასაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, კინოწარმოების პროცესში დიდი ადამიანური რესურსის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოში საქმდება ათასობით ადამიანი... მნიშვნელოვანია, რომ ხდება რეგიონების მოსახლეობის ჩართვა და დასაქმება გადაღების პროცესში, რადგან ხშირია გადაღებების წარმოება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, - აღნიშნულია წერილში.
აქვე მითითებულია, რომ წარმატებული ქართული კინოფილმების ძირითადი წილი სწორედ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მოდის. შესაბამისად, კინოცენტრის ბიუჯეტის ზრდა ხელს შეუწყობს ქართული კინოპროდუქციის, მისი მრავალფეროვნების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურის და კინოინდუსტრიის განვითარებას.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კინოწარმოების კონკურსის ფარგლებში საექსპერტო კომისიის მიერ რეკომენდირებული დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება იმ პროექტების რაოდენობას, რისი დაფინანსებაც კინოცენტრის საკონკურსო ფონდებიდანაა შესაძლებელი. ეს, კი იმაზე მეტყველებს, რომ ღირებული პროექტი მეტია, ვიდრე მათი განხორციელების ფინანსური რესურსი“, - წერენ კინომოღვაწეები.
კინოცენტრისთვის ფილმების გადასაღებად გამოყოფილი ბიუჯეტი ამჟამად 5,1 მილიონი ლარია.
17 სექტემბერი 2021, 09:41
წერილს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, მსახიობები, როგორებიც არიან ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მერაბ ნინიძე, ალეკო ცაბაძე და სხვ.