https://sputnik-georgia.com/20210922/acharashi-wvimam-problemebi-sheqmna-259802289.html
აჭარაში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა – მეწყერმა ერთი სახლი ჩაიყოლა
აჭარაში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა – მეწყერმა ერთი სახლი ჩაიყოლა
Sputnik საქართველო
ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T16:49+0400
2021-09-22T16:49+0400
2021-09-22T20:31+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251276327_0:16:1000:579_1920x0_80_0_0_8c02a6ce5ebaa299258857cefe925bd0.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში – კვირიკეში, დაგვაში, ლეღვაში, ბობოყვათში, ციხისძირში, ხალაში, ხუცუბანსა და ჩაისუბანში.ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, მეწყრული პროცესი 29 ადგილზე განვითარდა, რომელთაგან 14 უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მიმდებარედაა. მისი თქმით, შექმნილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილებზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტის ხუთი ერთეული ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.„ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ამ დროისათვის მიმდინარეობს დამეწყრილი უბნების შესწავლა, დამეწყრილი ტერიტორიებიდან ოჯახების გაყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება. სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება", – განაცხადა ქათამაძემ.უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერიის დასახლებაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა.ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი.მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, რვა ოჯახი უკვე ეკომიგრანტია და განსახლებას საჭიროებს. მეწყრული პროცესების გამო მუნიციპალიტეტის „ცხელ ხაზზე“ 80-მდე შეტყობინება შევიდა.უხვმა ნალექმა დააზარალა აჭარის დედაქალაქიც – კოკისპირული წვიმების შედეგად განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა შავთელის, ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე, სადაც დაიტბორა სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.ბათუმში ყველა საქალაქო სამსახური დილიდან მობილიზებულია.
https://sputnik-georgia.com/20210922/--------259792797.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251276327_104:0:896:594_1920x0_80_0_0_9b4f8c4cf92262d5cab880ba4b271d9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
აჭარაში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა – მეწყერმა ერთი სახლი ჩაიყოლა
16:49 22.09.2021 (განახლებულია: 20:31 22.09.2021) ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში – კვირიკეში, დაგვაში, ლეღვაში, ბობოყვათში, ციხისძირში, ხალაში, ხუცუბანსა და ჩაისუბანში.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, მეწყრული პროცესი 29 ადგილზე განვითარდა, რომელთაგან 14 უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მიმდებარედაა. მისი თქმით, შექმნილია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილებზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტის ხუთი ერთეული ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.
![დატბორილი ბათუმი დატბორილი ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021](https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259791164_0:421:2048:1240_1920x0_80_0_0_dcdf632b8bbdfd2262ba4387777797a7.jpg)
22 სექტემბერი 2021, 12:16
„ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ამ დროისათვის მიმდინარეობს დამეწყრილი უბნების შესწავლა, დამეწყრილი ტერიტორიებიდან ოჯახების გაყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება. სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება", – განაცხადა ქათამაძემ.
უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერიის დასახლებაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა.
ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ფერიის დასახლებაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლის კედლები დაზიანდა, ხოლო ერთი სახლი, რომელიც ხისგან იყო აშენებული, მთლიანად დაინგრა და მეწყერმა ჩაიყოლა. სამწუხაროდ, ერთ-ერთ სახლის კედლის ნგრევისას ერთი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ვარდმანიძემ.
მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, რვა ოჯახი უკვე ეკომიგრანტია და განსახლებას საჭიროებს. მეწყრული პროცესების გამო მუნიციპალიტეტის „ცხელ ხაზზე“ 80-მდე შეტყობინება შევიდა.
უხვმა ნალექმა დააზარალა აჭარის დედაქალაქიც – კოკისპირული წვიმების შედეგად განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა შავთელის, ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე, სადაც დაიტბორა სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ბათუმში ყველა საქალაქო სამსახური დილიდან მობილიზებულია.