https://sputnik-georgia.com/20210922/22-seqtemberi-bunioba-dreramtoloba-259756499.html
22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე – ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები
22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე – ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები
Sputnik საქართველო
ასეთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ დღეს, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, საჭიროა, ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T00:15+0400
2021-09-22T00:15+0400
2021-09-22T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249285852_0:84:2084:1256_1920x0_80_0_0_cba774f4ff87248284c38ad6838b4a24.jpg
ასტროლოგები 22 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.შემოდგომის ბუნიობა 22 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე–ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 22 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2022 წლის მარტში დადგება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობა აღინიშნება, ამ დღეს სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავენ.ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის 22 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზე სასწორის ნიშანში გადადის. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.22 სექტემბერს დღეღამტოლობის პიკი თბილისის დროით 23:20 საათზე დადგება.რისი გაკეთება არ შეიძლება შემოდგომის ბუნიობის დღესრისი გაკეთება შეიძლება შემოდგომის ბუნიობის დღესნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარება ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.ვერძი: იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, გაგიჩნდებათ მოტივაცია. მიმართეთ ენერგია კარიერისა და ფულის სფეროებისკენ. ყურადღება მიაქციეთ გარეგნულ იერს. ხართ გულწრფელი, მომხიბლავი. ამის წყალობით გარშემომყოფების სიმპათიას მოიპოვებთ. ბევრს გაუჩნდება თქვენთან ურთიერთობების სურვილი. კურო: გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით, როდესაც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, დაფიქრდეთ, სანამ საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებთ. გელოდებათ ახალი რომანტიკული ნაცნობობა, მაგრამ მოვლენების აჩქარება არ ღირს.ტყუპი: დღემ შეიძლება ისე არ ჩაიაროს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. არის საშიშროება, რომ „იფეთქოთ" და ნეგატიური ენერგია გამოავლინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ჩაერიოთ მოვლენების განვითარებაში. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო მომენტები, იმპროვიზაციები.კირჩხიბი: შემოდგომის ბუნიობის დროს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ისეთი მოვლენები განვითარდეს, რომლებსაც დიდი ხანი უვლიდით გვერდს. დაელაპარაკეთ მეგობრებს – ისინი გვერდში დაგიდებიან. შესაძლებელია თანხის მიღება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას – ამას ჯანმრთელობის პრობლემების მოტანა შეუძლია.ლომი: ხელსაყრელი დღეა. მიხვდებით, როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს ისე, რომ სხვები არ დააზარალოთ. იღბლიანი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენს სიყვარულს, მეორე ნახევარს შეხვდეთ და თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალოს.ქალწული: ნეიტრალური დღეა, რომელიც არ უკავშირდება რამე სერიოზულ მოვლენას, თუმცა ეს არ ეხება მარტოხელა ქალწულებს, რომლებიც დღეს, შესაძლოა, თავიანთ მეორე ნახევარს შეხვდნენ. პროფესიულ სარბიელზე ამოცანების შესასრულებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.სასწორი: გარდამტეხი დღეა. პოზიტიურ ემოციებს ნეგატიური ჩაანაცვლებს, რომლებიც თქვენს განწყობასა და ქცევაზე აისახება. შესაძლო კონფლიქტები რომ აიცილოთ თავიდან, სიტუაციის მოგვარება უნდა სცადოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, დახმარება ახლობელ ადამიანებს სთხოვეთ.მორიელი: რთული დღეა. შესაძლოა, განვითარებულმა მოვლენებმა დაგანახოთ, რომ თქვენი გეგმები რეალობისგან შორსაა, იდეების განხორციელება კი – შეუძლებელი. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გაჩნდეს, ამიტომ მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. ეცადეთ, დაისვენოთ.მშვილდოსანი: მოგიწევთ თქვენს ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ზოგადად, ამ დღეს ნებისმიერი საკითხის გადაჭრას ძალიან სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. არ ჩაერთოთ კონფლიქტებსა და ჩხუბში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს დაიმატებთ.თხის რქა: არც მთლად იღბლიანად წარიმართება დღე, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არახელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. გაჩნდება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობების მოგვარების შანსი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტები გელოდებათ. შეგიძლიათ ძველ მეგობრებს შეხვდეთ და წარსული გაიხსენოთ.მერწყული: მრავალი სასიამოვნო მოვლენა და შეხვედრა გელოდებათ. შესაძლებელია საინტერესო წინადადებების მიღება, რომლებიც, დიდი ალბათობით, კარგ მომავალს გპირდებათ. სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ საქმიან ადამიანებთან. მათ თქვენი საკითხების გადაჭრა შეუძლიათ პროფესიულ სარბიელზე.თევზები: შემოდგომის ბუნიობა წარმატებული იქნება თქვენთვის. შესაძლებელია ძველი, თქვენთვის ამაღელვებელი საკითხების გადაჭრა. ბევრ თქვენგანს მიეცემა თავისი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა, ჩვენება, თუ რისი გაკეთება შეუძლია. თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება.
https://sputnik-georgia.com/20210921/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-21-seqtemberi-259722908.html
https://sputnik-georgia.com/20190912/nivTebi-Cvens-saxlSi-romlebic-warmatebas-izidavs-246467184.html
https://sputnik-georgia.com/20200312/feri-Tilisma-zodiaqos-niSnis-mixedviT-247944698.html
https://sputnik-georgia.com/20180509/zodiaqos-romel-niSnebs-aqvT-Zlieri-energetika-240380184.html
https://sputnik-georgia.com/20210527/rogori-siyvaruli-ician-zodiaqos-niSnebma-251837176.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249285852_149:0:1936:1340_1920x0_80_0_0_c35cc1b8e19dac069816ed86e5aa13c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე – ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები
ასეთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ დღეს, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, საჭიროა, ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი.
ასტროლოგები 22 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.
შემოდგომის ბუნიობა 22 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე–ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 22 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2022 წლის მარტში დადგება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობა აღინიშნება, ამ დღეს სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავენ.
მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის 22 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზე სასწორის ნიშანში გადადის. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.
21 სექტემბერი 2021, 00:15
ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.
ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.
22 სექტემბერს დღეღამტოლობის პიკი თბილისის დროით 23:20 საათზე დადგება.
რისი გაკეთება არ შეიძლება შემოდგომის ბუნიობის დღეს
ახალი საქმის დაწყება~კონფლიქტი, ჩხუბი, ურთიერთობების გამორკვევა ნეგატივზე აყოლა – ის დადებით ენერგეტიკას გაანადგურებს ადამიანებისთვის უარის თქმა დახმარებაზე (გარდა თანხისა) ფულის სესხად გაცემა ან ვალის აღება რისი გაკეთება შეიძლება შემოდგომის ბუნიობის დღეს
დაგეგმვა და საქმეებისა და აზრების მოწესრიგება ახლობლებისთვის დროის დათმობა რაც შეიძლება მეტი სიკეთის გაკეთება სილამაზის სალონში სტუმრობა ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარება ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
12 სექტემბერი 2019, 11:15
ვერძი: იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, გაგიჩნდებათ მოტივაცია. მიმართეთ ენერგია კარიერისა და ფულის სფეროებისკენ. ყურადღება მიაქციეთ გარეგნულ იერს. ხართ გულწრფელი, მომხიბლავი. ამის წყალობით გარშემომყოფების სიმპათიას მოიპოვებთ. ბევრს გაუჩნდება თქვენთან ურთიერთობების სურვილი.
კურო: გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით, როდესაც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, დაფიქრდეთ, სანამ საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებთ. გელოდებათ ახალი რომანტიკული ნაცნობობა, მაგრამ მოვლენების აჩქარება არ ღირს.
ტყუპი: დღემ შეიძლება ისე არ ჩაიაროს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. არის საშიშროება, რომ „იფეთქოთ" და ნეგატიური ენერგია გამოავლინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ჩაერიოთ მოვლენების განვითარებაში. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო მომენტები, იმპროვიზაციები.
კირჩხიბი: შემოდგომის ბუნიობის დროს თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ისეთი მოვლენები განვითარდეს, რომლებსაც დიდი ხანი უვლიდით გვერდს. დაელაპარაკეთ მეგობრებს – ისინი გვერდში დაგიდებიან. შესაძლებელია თანხის მიღება. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას – ამას ჯანმრთელობის პრობლემების მოტანა შეუძლია.
ლომი: ხელსაყრელი დღეა. მიხვდებით, როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს ისე, რომ სხვები არ დააზარალოთ. იღბლიანი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენს სიყვარულს, მეორე ნახევარს შეხვდეთ და თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალოს.
ქალწული: ნეიტრალური დღეა, რომელიც არ უკავშირდება რამე სერიოზულ მოვლენას, თუმცა ეს არ ეხება მარტოხელა ქალწულებს, რომლებიც დღეს, შესაძლოა, თავიანთ მეორე ნახევარს შეხვდნენ. პროფესიულ სარბიელზე ამოცანების შესასრულებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
სასწორი: გარდამტეხი დღეა. პოზიტიურ ემოციებს ნეგატიური ჩაანაცვლებს, რომლებიც თქვენს განწყობასა და ქცევაზე აისახება. შესაძლო კონფლიქტები რომ აიცილოთ თავიდან, სიტუაციის მოგვარება უნდა სცადოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, დახმარება ახლობელ ადამიანებს სთხოვეთ.
მორიელი: რთული დღეა. შესაძლოა, განვითარებულმა მოვლენებმა დაგანახოთ, რომ თქვენი გეგმები რეალობისგან შორსაა, იდეების განხორციელება კი – შეუძლებელი. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გაჩნდეს, ამიტომ მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. ეცადეთ, დაისვენოთ.
მშვილდოსანი: მოგიწევთ თქვენს ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ზოგადად, ამ დღეს ნებისმიერი საკითხის გადაჭრას ძალიან სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. არ ჩაერთოთ კონფლიქტებსა და ჩხუბში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს დაიმატებთ.
თხის რქა: არც მთლად იღბლიანად წარიმართება დღე, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არახელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. გაჩნდება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობების მოგვარების შანსი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტები გელოდებათ. შეგიძლიათ ძველ მეგობრებს შეხვდეთ და წარსული გაიხსენოთ.
მერწყული: მრავალი სასიამოვნო მოვლენა და შეხვედრა გელოდებათ. შესაძლებელია საინტერესო წინადადებების მიღება, რომლებიც, დიდი ალბათობით, კარგ მომავალს გპირდებათ. სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ საქმიან ადამიანებთან. მათ თქვენი საკითხების გადაჭრა შეუძლიათ პროფესიულ სარბიელზე.
თევზები: შემოდგომის ბუნიობა წარმატებული იქნება თქვენთვის. შესაძლებელია ძველი, თქვენთვის ამაღელვებელი საკითხების გადაჭრა. ბევრ თქვენგანს მიეცემა თავისი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა, ჩვენება, თუ რისი გაკეთება შეუძლია. თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება.