https://sputnik-georgia.com/20210921/zurab-zviadaurs-psiqologiur-psiqiatriuli-eqspertiza-chautardeba-259765614.html
რატომ გადაჰყავთ ზვიადაური სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში
რატომ გადაჰყავთ ზვიადაური სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში
Sputnik საქართველო
ზვიადაურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T12:45+0400
2021-09-21T12:45+0400
2021-09-21T17:09+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24479/84/244798469_0:875:2048:2027_1920x0_80_0_0_ecc95084d86db074699084f6e93ebda8.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.ზვიადაურის ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები დაუდგინდა და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის გარდა ხერხემლის ოპერაციაც ესაჭიროება.ზურაბ ზვიადაური ჯანმრთელობის გაუარესების გამო შესაძლოა საავადმყოფოში გადაიყვანონ>>>ოლიმპიური ჩემპიონი კახეთში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი ბრალდებულია და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში ელოდება.მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ამ უკანასკნელის სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. გამოძიებით დგინდება, რომ დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც ნიკოლოზ კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა.სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ადვოკატების ვერსიით, ინციდენტისას ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
https://sputnik-georgia.com/20210819/mkvleloba-kaxeTSi-zurab-zviadaurs-da-jaba-jangiraSvils-patimroba-Seefarda-252617484.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24479/84/244798469_0:683:2048:2219_1920x0_80_0_0_3bc53d3b9d691fd05ce934b0a07993c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
რატომ გადაჰყავთ ზვიადაური სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში
12:45 21.09.2021 (განახლებულია: 17:09 21.09.2021) ზვიადაურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, იუწყება ტელეკომპანია
Rustavi 2.
ზვიადაურის ადვოკატის მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები დაუდგინდა და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის გარდა ხერხემლის ოპერაციაც ესაჭიროება.
ოლიმპიური ჩემპიონი კახეთში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი ბრალდებულია და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში ელოდება.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ამ უკანასკნელის სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა.
ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით დგინდება, რომ დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც ნიკოლოზ კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა.
სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატების ვერსიით, ინციდენტისას ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.