https://sputnik-georgia.com/20210921/tbilisis-anza-somxetis-droshis-perebshi-ganatda-259759620.html
თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა
Sputnik საქართველო
სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ერევანში 21 სექტემბერს საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T11:22+0400
2021-09-21T11:22+0400
2021-09-21T16:31+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259757115_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fca05c16a85eb323066d8e2e68f6028e.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ტელეანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა, ნათქვამია საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თბილისში ამ ფორმით აღნიშნეს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე.სომხეთი 21 სექტემბერს ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარი საზეიმო ღონისძიებები ერევანში ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.საქართველოში ევროპის დღესთან დაკავშირებით 12 ნაგებობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა>>>სომხეთის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია 1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე მიიღეს.1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი. სსრკ-დან გასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობას რეფერენდუმის მონაწილეთა 94,99%-მა დაუჭირა მხარი.საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259757115_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_ce9ed9dc8d656d7e004233d639597928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა
11:22 21.09.2021 (განახლებულია: 16:31 21.09.2021) სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ერევანში 21 სექტემბერს საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ტელეანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა, ნათქვამია საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში ამ ფორმით აღნიშნეს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე.
სომხეთი 21 სექტემბერს ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარი საზეიმო ღონისძიებები ერევანში ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
სომხეთის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია 1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე მიიღეს.
1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი. სსრკ-დან გასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობას რეფერენდუმის მონაწილეთა 94,99%-მა დაუჭირა მხარი.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.