საქართველოში შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ორიგინალური გამოცემა – ვიდეო

© courtesy of Natalia Kldiashviliნატალია კლდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია კლდიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
მინიატურულ გამოცემას საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი თვლები ამშვენებს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში შოთა რუსთაველის საკულტო პოემის - „ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ორიგინალური მინიატურული გამოცემა შეიქმნა. მის გაფორმებაზე ქართველმა მხატვარმა და დიზაინერმა ნატალია კლდიაშვილმა იმუშავა.

„გამომცემლობა „მინიატურის" მიერ გამოცემული ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი" ჩემ მიერ გაფორმებული ყდით, ჩემი ყველაზე პატარა ნამუშევარი, რაც კი ოდესმე შემიქმნია“, – დაწერა კლდიაშვილმა.

ნატალია კლდიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2015
დახატული ,,მზე“, რომელმაც ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა
მინიატურულ გამოცემას (3,5 X 3,7 სმ) ამშვენებს საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი თვლები და ის დახვეწილ მძივსაც კი ჰგავს. საინტერესოა, რომ 412-გვერდიან წიგნში ილუსტრაციებიც კი არის.
ნატალია კლდიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. დაკავებულია დეკორატიული ხელოვნებით.
© личный архив Наталии Клдиашвилиნატალია კლდიაშვილი და მისი ნამუშევრები
Наталья Клдиашвили и ее работы - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ნატალია კლდიაშვილი და მისი ნამუშევრები
გრაფიკის, სკულპტურის, ფერწერის და პოპ-არტის ჟანრების ნაზავით ნატალია ძვირფასი თვლებით და აქსესუარებით ქმნის კედლის ინსტალაციებს და სხვადასხვა ნივთებს საიუველირო ნაკეთობებით აფორმებს.
© личный архив Наталии Клдиашвили ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრები
Работы тбилисской художницы Наталии Клдиашвили - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრები
მისი ფანტასტიკური ნამუშევრები გამოფენილია ენდი უორჰოლის და პიკასოს გვერდით, ინახება ისეთი ვარსკვლავების კერძო კოლექციებში, როგორიც არიან Snoop Dogg, Jamiroquai და კუინსი ჯონსი.
© личный архив Наталии Клдиашвили ნატალია კლდიაშვილი და მისი ნამუშევრები
Наталья Клдиашвили (справа) со своими работами - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ნატალია კლდიაშვილი და მისი ნამუშევრები
2017 წელს ნატალიას მიერ გიტარისტი ქალის ნიკ უესტისთვის ექსკლუზიურად გაფორმებული გიტარა მსოფლიოს საუკეთესო გიტარების ტოპში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0