რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchicev / გადასვლა მედიაბანკშიხმების დათვლა არჩევნებზე
ხმების დათვლა არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
სახელმწიფო სათათბიროში გადის ხუთი პარტია, რომლებმაც ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ (Единая Россия) ხმების 49,82%-ით გაიმარჯვა. ასეთია მონაცემები ცესკოს მიერ ოქმების 100%-ის დათვლის შემდეგ, იუწყება РИА Новости.
მეორე ადგილზეა „რუსეთის კომუნისტური პარტია“ (КПРФ) 18,93%-ით, მესამეზე – „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ (ЛДПР) – 7,55%. ლიდერთა ხუთეულში არიან ასევე „სამართლიანი რუსეთი“ (Справедливая Россия) ხმების 7,46%-ით და „ახალი ადამიანები“ (Новые люди) 5,32%-ით.
ამგვარად, სახელმწიფო დუმაში გადის ხუთი პარტია, რომლებმაც ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
როგორ მიმდინარეობს არჩევნები დუმაში: საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებები
ამას გარდა, ერთმანდატიანი ოლქებიდან პარლამენტის ქვედა პალატაში შვიდი პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი კანდიდატები შედიან.
კერძოდ, Единая Россия-მ პირველობა შეინარჩუნა 198 ერთმანდატიან ოლქში, КПРФ-მა – ცხრა ოლქში, Справедливая Россия-მ – რვაში, Новые люди-ს ორი გამარჯვებული ჰყავს, ხოლო Родина-ს, Гражданская платформа-ს და Партия роста-ს – თითო-თითო.
სახელმწიფო დუმისა და ადგილობრივი არჩევნები რუსეთში 17–19 სექტემბერს ჩატარდა. კენჭისყრაში მოსახლეობის 51%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0