„რა ლამაზია, როგორ ჰგავს დედას“ – სოციალურ ქსელში ქეთა თოფურიას შვილების ფოტოები ვრცელდება

© Instagram / keti_one_officialქეთა თოფურია ქმართან ერთად
ქეთა თოფურია ქმართან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ქეთა თოფურიას მისაბაძი ოჯახი ჰყავს. შვილებთან და ქმართან ერთად მომღერალი მოსკოვის გარეუბანში, ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობს.
ცნობილი ქართველი მომღერლის ქალიშვილის ოლივია გეიხმანის „ინსტაგრამის“ გვერდზე ცოტა ხნის წინ მისი და პატარა ძამიკოს, ადამის უსაყვარლესი ფოტოები გავრცელდა. ოლივია და ადამი სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ. „ძალიან საყვარლები“, „უყვარს დაიკო“, „ტკბილები, ოლივია რა ლამაზია, როგორ ჰგავს დედას“, „უფროსი დაიკო“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ოლივია გეიხმანი ქეთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ადამი კი იანვარში ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან ეყოლა, რომელთანაც ვარსკვლავი უკვე თითქმის ერთი წელია ქორწინებაში იმყოფება. წყვილმა პანდემიის დროს მოკრძალებული ხელისმოწერა გამართა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი ესწრებოდა.
ქეთა დიდი ხანი ასაიდუმლოებდა ორსულობას და დღემდე არ აჩენს პატარა ადამის სახეს. სავარაუდოდ, მომღერალი ადამს ვარსკვლავური გამოჩენისთვის ამზადებს და მას საზოგადოება პირდაპირ ჟურნალის ყდებიდან იხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0