პირველი კადრები კეიტ მიდლტონის ძმის ულამაზესი ქორწილიდან

© AFP 2024 / JACK HILLქეით მიდლტონი
ქეით მიდლტონი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
კეიტ მიდლტონის ძმამ ცოლი შეირთო. წყვილმა ქორწილის ვინტაჟურ სტილში მოწყობა გადაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კეიტ მიდლტონის ძმა ჯეიმს მიდლტონი თავის რჩეულზე ალიზა ტევენზე დაქორწინდა. საიდუმლო ქორწილი პროვანსში გაიმართა, თუმცა ამ დრომდე მეტი დეტალი ცნობილი არ იყო.
სოციალურ მედიაში ახლა ვრცელდება პირველი ფოტოები საიდუმლო ქორწილიდან. ფოტოები ინტერნეტში ქალაქის მერმა გაავრცელა და დეტალებიც გაასაჯაროვა.
გაირკვა, რომ ქორწილს 50-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებით, ჯეიმსის მეორე და პიპა და მშობლები, მაიკლ და კეროლ მიდლტონები.
ფოტოებზე ჩანს ულამაზესი ადგილი, სადაც ხელის მოწერის ცერემონია შედგა, ლამაზად გაწყობილი მაგიდა, ყვავილებით მორთული ინტერიერი. თავად მეუღლეები კი ვინტაჟური ავტომობილიდან პოზირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0