პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს ეცნობიან

© Facebook / Georgian National Tourism Administrationპოლონელი ჟურნალისტები საქართველოში
პოლონელი ჟურნალისტები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
პრეს-ტურის ფარგლებში პოლონელი ჟურნალისტები გაეცნობიან კახეთს, თბილისს, მცხეთასა და იმერეთს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. წამყვანი პოლონური ინტერნეტ-გამოცემებისა და რადიოსადგურების ჟურნალისტები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ მარშრუტებს ეცნობიან, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პრეს-ტურის ფარგლებში პოლონელი ჟურნალისტები ეწვევიან ალავერდს, გრემს, ბოდბის მონასტერს, წინანდალს და კახეთის სხვა ღირსშესანიშნაობებს.
მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები ასევე მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, იმერეთში – გელათის მონასტერს, პრომეთეს გამოქვაბულს.

„ამჟამად ჩვენ ონლაინ–გამოცემების წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ პოლონეთიდან. ერთ-ერთ ვებ-გვერდს თვეში დაახლოებით 10 მილიონი მნახველი ჰყავს, რაც საშუალებას გვაძლევს საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე გავშალოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტი და შეთავაზებები“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

პოლონელების დელეგაცია ხუთი ჟურნალისტისგან შედგება.
„საქართველოში ტურისტული, კულინარიული და ღვინის პოტენციალის გასაცნობად ჩამოვედით. მე პოლონეთის რადიო „პოდკასტს“ წარმოვადგენ და ასევე ვარ ღვინისა და ტურიზმის კონსულტანტი პოლონეთში, ვმუშობ რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრეს-ტურის მონაწილე ჟურნალისტმა ბარტოშ ვილჩინსკიმ.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება ჩაქვში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ორნითოლოგები მთელი მსოფლიოდან საქართველოში შეიკრიბნენ
პოლონური მასმედიის წარმომადგენლები მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს ქართული ღვინის, კულინარიის, ტურისტული მიმართულებების შესახებ.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში პანდემიამდელ პერიოდში დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0