https://sputnik-georgia.com/20210920/ornitologebi-msofliodan-saqartvelosi-seikribnen-259722260.html
ორნითოლოგები მთელი მსოფლიოდან საქართველოში შეიკრიბნენ
ორნითოლოგები მთელი მსოფლიოდან საქართველოში შეიკრიბნენ
Sputnik საქართველო
აჭარას ეკოტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებაში ლიდერის პოზიცია უკავია. 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T09:41+0400
2021-09-20T09:41+0400
2021-09-20T13:38+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/13/259721003_0:72:1300:803_1920x0_80_0_0_453c1b1e161ed6d5b67df5bc6a390b73.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად აჭარაში ათობით ორნითოლოგი და ეკოტურისტი შეიკრიბა, იუწყება აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტი.ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ეკოტურიზმში. აჭარას ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება აქვს. შავი ზღვის სანაპირო და კერძოდ ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია.უწყების ცნობით, სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად არეგისტრირებენ გადამფრენ ფრინველებს სადამკვირვებლო პლატფორმებიდან ჩაქვში – ჩაისუბანსა და სახალვაშოში.უწყების ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის განცხადებით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მომზადდნენ გიდები, მათთვის შეიძინეს აუცილებელი ინვენტარი. დეპარტამენტისთვის გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, აღნიშნა ზოიძემ.გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება.დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.გარდა ამისა, აჭარაში ყოველწლიურად ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/13/259721003_0:0:1155:866_1920x0_80_0_0_331880a1d0757ab43a6c8a903a098e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ორნითოლოგები მთელი მსოფლიოდან საქართველოში შეიკრიბნენ
09:41 20.09.2021 (განახლებულია: 13:38 20.09.2021) აჭარას ეკოტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებაში ლიდერის პოზიცია უკავია.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად აჭარაში ათობით ორნითოლოგი და ეკოტურისტი შეიკრიბა, იუწყება
აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტი.
ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ეკოტურიზმში. აჭარას ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება აქვს. შავი ზღვის სანაპირო და კერძოდ ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია.
უწყების ცნობით, სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად არეგისტრირებენ გადამფრენ ფრინველებს სადამკვირვებლო პლატფორმებიდან ჩაქვში – ჩაისუბანსა და სახალვაშოში.
უწყების ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის განცხადებით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, მომზადდნენ გიდები, მათთვის შეიძინეს აუცილებელი ინვენტარი. დეპარტამენტისთვის გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, აღნიშნა ზოიძემ.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება.
დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.
გარდა ამისა, აჭარაში ყოველწლიურად ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი.