„აღფრთოვანებული ვარ მისი მრავალმხრივობით“ – „ბენიფერის“ პირველი ერთობლივი ინტერვიუ

© courtesy of Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორ წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერი“ შეარქვეს.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილის პირველი ერთობლივი ინტერვიუ გავრცელდა. როგორც ცნობილია, 52 წლის ჯენიფერი, გარდა მომღერლობისა და მსახიობობისა, სამოდელო ბიზნესში და სილამაზის ინდუსტრიაშიც აქტიურადაა ჩართული და, როგორც ჩანს, ბენ აფლეკი ამით მეტად აღფრთოვანებულია.

„ის იშვიათი მოვლენაა, მას შეუძლია სიმღერა, ცეკვა, მოქმედება, მე აღფრთოვანებული ვარ მისი მრავალმხრივობით“, – განაცხადა თავის გულის სწორზე. „ეს ყველაფერი ჩემი ნიჭია, რომელიც სამყარომ მარგუნა და მე მას საოცრად ვუფრთხილდები“, – დაამატა ჯეი ლომ.

17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა, მათი ურთიერთობა ახლა ოფიციალურია და, სავარაუდოდ, მალე ჯეი ლო და ბენ აფლეკი დაქორწინდებიან კიდეც. რამდენიმე კვირის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან, სემთან და შვილთან, სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად იყო მისული.
პირველად ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს ბეჭედი 2002 წელს აჩუქა. მაშინ მსახიობმა 6,1 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი შეარჩია, რომელიც ჰარი უისტონის მიერ იყო შექმნილი და 2,5 მილიონი დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, წყვილმა 2003 წელს დაგეგმილი ქორწილი გადადო, ხოლო 2004 წელს ისინი ოფიციალურად დაშორდნენ.
ალექს როდრიგესთან ურთიერთობის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ კი, 2021 წლის აპრილის თვეში 49 წლის ბენ აფლეკმა და 52 წლის ჯენიფერ ლოპესმა კვლავ დაიწყეს შეხვედრა. მას შემდეგ წყვილი ხშირად ჩნდება ერთად და მათი რომანტიკული ფოტოები სოციალურ მედიას ხშირად იპყრობს.
როგორც ცნობილია, ბენი და ჯენიფერი შვილებთან ერთად დასასვენებლადაც ხშირად დადიან. ბენმა კი ჯენიფერის დედასთან ერთად ივნისში ლას-ვეგასში რამდენიმე დღე გაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0