Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ციხეებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება: ვინ მიიღებს უფლებას

© AP Photo / Matilde Campodonicoსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ხანგრძლივი პაემნის უფლებას მიიღებენ მხოლოდ ის ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არიან აცრილი.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
ხანგრძლივი პაემნების დაშვების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
უწყების ცნობით, ხანგრძლივი პაემნის უფლებას მიიღებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე ასევე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც აგრეთვე სრულად ვაქცინირებული იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ამ დროისთვის ყველა დაწესებულებაში მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული.
„სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდ-ინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისათვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
რამდენი პატიმარია საქართველოში - ახალი სტატისტიკა
გარდა ამისა, სპეციალურ პენიტენციურ სისტემაში პერსონალის და თანამშრომელთა 92%-ია აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებული.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ხანგრძლივი პაემნები 2020 წლის მარტიდან აკრძალულია.
1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 9,4 ათასამდე პატიმარია, რაც მოსახლეობის 0,25 პროცენტს შეადგენს.
ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრად ღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0