რუსი მოფარიკავე ქალი საქართველოს ნაკრებში იასპარეზებს

© AFP 2024 / Vano Shlamovფარიკაობა
ფარიკაობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
კორნეევას საუკეთესო შედეგია ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაში კადეტთა შორის.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. რუსი დაშნით მოფარიკავე არინა კორნეევა საქართველოს სახელით იასპარეზებს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ აცნობა.
„ყველა საკითხი უკვე შეთანხმებულია რუსეთის ფარიკაობის ფედერაციასთან. კორნეევამ უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ახლა თბილისში იმყოფება. სპორტსმენმა კარგი შედეგები აჩვენა კადეტებისა და იუნიორების დონეზე, მაგრამ იცით, რომ რუსეთში ფარიკაობაში ძალიან დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა ბაზაძემ სააგენტოსთან საუბრისას.
ბაზაძემ ასევე აღნიშნა, რომ კორნეევას ყოფნა საქართველოს ნაკრებში დადებითად აისახება საქართველოს ქალთა ფარიკაობის განვითარებაზე და მას ახალ ბიძგს მისცემს.
„კორნეევა არა მარტო კარგი მოფარიკავეა, არამედ სპეციალისტია ფსიქოლოგიის სფეროში. დარწმუნებული ვარ, ის ბევრ რამეს ასწავლის ქართველ მოფარიკავეებს და მომავალში შედეგი გვექნება. კორნეევა გუნდთან ერთად პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოემზადება“, – განაცხადა ბაზაძემ.
კორნეევა 25 წლისაა. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა რუსეთისა და საერთაშორისო შეჯიბრებებში. მისი საუკეთესო შედეგია ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაში კადეტთა შორის.
ყველა ახალი ამბავი
0